თეგებით ძიება

პოლტავაში მრავალსართულიან კორპუსზე მიტანილ იერიშს მსხვერპლი მოჰყვა, არიან დაშავებულებიც

რუსი ოკუპანტების სარაკეტო იერიშს უკრაინის ქალაქ პოლტავაში მსხვერპლი მოჰყვა. უკრაინული მედიის ცნობით, საცხოვრებელი კორპუსის ნაწილის ჩამონგრევის შედეგად დაიღუპა 3 ადამიანი, 10 კი დაშავდა. დაშავებულებს შორის ბავშვია. 

უკრაინის რეგიონებში სარაკეტო იერიშის შედეგად სულ მცირე 9 ადამიანი დაშავდა - მედიის ცნობით, იმ დროს, როდესაც ოდესაში რაკეტები გაუშვეს, ქალაქის ცენტრში ნორვეგიელი დიპლომატები იმყოფებოდნენ

არსებული ცნობით, ნანგრევებიდან 21 ადამიანი ამოიყვანეს.

„მტერმა პოლტავას შეუტია. რაკეტა საცხოვრებელ სახლს მოხვდა. ამ დროისთვის, ადგილზე მაშველები და გადაუდებელი სამსახურების თანამშრომლები მუშაობენ“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

უკრაინული მხარის თქმით, კორპუსში ნგრევასთან ერთად, იყო ხანძარი. ასევე დაზიანდა მეზობლად არსებული სახელები და 12 ავტომობილი. 


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა