თეგებით ძიება

ასტეროიდი დედამიწისკენ მოემართება - როდის მოუახლოვდება პლანეტას და რომელი ქვეყნები არიან რისკის ქვეშ

უზარ­მა­ზა­რი ას­ტე­რო­ი­დი შე­იძ­ლე­ბა, დე­და­მი­წას და­ე­ჯა­ხოს. მკვლე­ვა­რე­ბი აცხა­დე­ბენ, რომ "2024 YR4"-ის სა­ხე­ლით ცნო­ბი­ლი ას­ტე­რო­ი­დი, რო­მე­ლიც თით­ქმის 60 მეტ­რის სი­გა­ნის არის შე­იძ­ლე­ბა, 2032 წლის შო­ბამ­დე ცოტა ხნით ადრე დაგ­ვე­ჯა­ხოს.

გა­სულ შო­ბას არი­ზო­ნას კა­ტა­ლი­ნას ცის კვლე­ვით აღ­მო­ჩე­ნი­ლი ას­ტე­რო­ი­დი ამ­ჟა­მად ერ­თა­დერ­თი დე­და­მი­წას­თან ახ­ლოს მყო­ფი ობი­ექ­ტია, რო­მე­ლიც ტო­რი­ნოს ზე­მოქ­მე­დე­ბის საფრ­თხის სკა­ლა­ზე მე­სა­მე დო­ნე­ზეა გან­თავ­სე­ბუ­ლი, რაც მას NASA-ს და სხვა კოს­მო­სუ­რი სა­ა­გენ­ტო­ე­ბის მიერ დაკ­ვირ­ვე­ბის ქვეშ მყოფ სხვა დიდ ობი­ექ­ტებ­თან შე­და­რე­ბით და­ჯა­ხე­ბის ყვე­ლა­ზე მა­ღალ ალ­ბა­თო­ბას ანი­ჭებს. ეს სკა­ლა დე­და­მი­წა­ზე პო­ტენ­ცი­უ­რი გავ­ლე­ნის მქო­ნე მოვ­ლე­ნებს ახა­რის­ხებს.

"ეს ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე მა­ღა­ლი ალ­ბა­თო­ბაა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ზო­მის ქვის და­ჯა­ხე­ბი­სა, რაც კი ოდეს­მე ყო­ფი­ლა," - და­წე­რა დე­ვიდ რან­კინ­მა, კა­ტა­ლი­ნას ცის კვლე­ვი­დან, BlueSky-ზე.

თუმ­ცა, სა­ჭი­როა მეტი დაკ­ვირ­ვე­ბა იმის გა­სა­გე­ბად, თუ რამ­დე­ნად ახ­ლოს შე­იძ­ლე­ბა აღ­მოჩ­ნდეს 2024 YR4 დე­და­მი­წას­თან.

"ახ­ლა­ხან აღ­მო­ჩე­ნილ­მა ას­ტე­რო­იდ­მა შე­იძ­ლე­ბა, 8 წე­ლი­წად­ში დე­და­მი­წას ძა­ლი­ან ახ­ლოს ჩა­უ­ა­როს," - თქვა ტონი დან­მა, მოყ­ვა­რულ­მა ას­ტრო­ნომ­მა, რო­მელ­მაც X-ზე (ყო­ფილ Twitter-ზე) ას­ტე­რო­ი­დის ვი­ზუ­ა­ლი­ზა­ცია გა­ა­ზი­ა­რა.

და­ნის ანი­მა­ცია ას­ტე­რო­იდ­ზე აჩ­ვე­ნებს, რომ ის დე­და­მი­წას 485 კი­ლო­მეტრში ჩა­უვ­ლის, მისი ტრა­ექ­ტო­რია კი პლა­ნე­ტის გრა­ვი­ტა­ცი­უ­ლი მი­ზი­დუ­ლო­ბი­თაა შეც­ვლი­ლი.

და­ჯა­ხე­ბის "რის­კის არე­ა­ლი" გა­და­ჭი­მუ­ლია სამ­ხრეთ ამე­რი­კი­დან, ცენ­ტრა­ლუ­რი აფ­რი­კის გავ­ლით, ინ­დო­ე­თი­სა და სამ­ხრეთ-აღ­მო­სავ­ლეთ აზი­ის­კენ. თუმ­ცა, ეს არე­ა­ლი შე­იძ­ლე­ბა, ახა­ლი მო­ნა­ცე­მე­ბის გა­მო­ჩე­ნას­თან ერ­თად შე­იც­ვა­ლოს.

რამ­დე­ნად კა­ტას­ტრო­ფუ­ლი იქ­ნე­ბა პო­ტენ­ცი­უ­რი და­ჯა­ხე­ბა, და­მო­კი­დე­ბუ­ლია არა მხო­ლოდ ას­ტე­რო­ი­დის ზო­მა­ზე, არა­მედ მის შე­მად­გენ­ლო­ბა­ზეც. შე­და­რე­ბის­თვის, ას­ტე­რო­ი­დი, რო­მელ­მაც დი­ნო­ზავ­რე­ბის ეპო­ქას და­უს­ვა წერ­ტი­ლი, სა­ვა­რა­უ­დოდ, 10-დან 15 კი­ლო­მეტ­რამ­დე სი­გა­ნის იყო.

თუმ­ცა, ას­ტრო­ნო­მე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ შე­ჯა­ხე­ბის შან­სე­ბი და­ახ­ლო­ე­ბით 1-ია 83-დან.

"ჩვენ სა­ერ­თოდ არ ვღე­ლავთ, რად­გან 99%-ია იმის შან­სი, რომ ას­ტე­რო­ი­დი აგ­ვცდე­ბა," - გა­ნუ­ცხა­და პოლ ჩო­დას­მა, NASA-ს დე­და­მი­წას­თან ახ­ლოს მყო­ფი ობი­ექ­ტე­ბის კვლე­ვის ცენ­ტრის დი­რექ­ტორ­მა The Associated Press-ს, - "მაგ­რამ ის ყუ­რა­დღე­ბას იმ­სა­ხუ­რებს."

NASA-ს Eyes on Asteroid-ის მო­ნა­ცე­მე­ბით, 2024 YR4 ამ­ჟა­მად კოს­მოს­ში დე­და­მი­წი­დან და­ახ­ლო­ე­ბით 44 მი­ლი­ო­ნი კი­ლო­მეტ­რის და­შო­რე­ბით მიქ­რის და 13.5 კმ/წმ სიჩ­ქა­რით მოძ­რა­ობს.

წყა­რო


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა