თეგებით ძიება

"მიმაჩნდა, რომ ყველგან შეგიძლია პროტესტი გამოხატო, მაგრამ როდესაც ამის საშუალება არ გეძლევა, უნდა წამოხვიდე" - რას ამბობს რუსკა მაყაშვილი "იმედიდან" წამოსვლასა და შექმნილ ვითარებაზე?

დე­კემ­ბრის და­სა­წყის­ში, მსა­ხი­ობ­მა და ტე­ლე­წამ­ყვან­მა რუს­კა მა­ყაშ­ვილ­მა ტე­ლე­კომ­პა­ნია "იმე­დი“ და­ტო­ვა.

"ძა­ლი­ან ბევ­რი მი­ზე­ზია იმი­სა, ეს აქამ­დე რა­ტომ არ გა­ვა­კე­თე, თუმ­ცა ყვე­ლა­ფერს აქვს სა­ზღვა­რი! მორ­ჩა, საკ­მა­რი­სია ამ­დე­ნი ტყუ­ი­ლი“, - წერ­და რუს­კა სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში.

მი­უ­ხე­და­ვად "იმედ­ზე“ მუ­შა­ო­ბი­სა, ის ჯერ კი­დევ გა­ზა­ფხუ­ლის აქ­ცი­ებ­ზე ღიად აფიქ­სი­რებ­და თა­ვის პო­ზი­ცი­ას სა­ქარ­თვე­ლოს ევ­რო­პულ მო­მა­ვალ­ზე. ჩვენ­თან ინ­ტერ­ვი­უ­ში ამ­ბობს, რომ არხზე დარ­ჩა იქამ­დე, ვიდ­რე სა­კუ­თა­რი აზ­რის და­ფიქ­სი­რე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა ჰქონ­და.

რუს­კას არ­ხის და­ტო­ვე­ბის შემ­დეგ, მე­დი­ა­ში ამ თე­მა­ზე არ უსა­უბ­რია.

"ნუ­რა­ვინ გა­ბე­დავს რამე მი­მი­თი­თოს ან რჩე­ვა მომ­ცეს, არ მა­ინ­ტე­რე­სებს. პა­ტი­ვი ეცით გან­სხვა­ვე­ბულ აზრს, პა­ტი­ვი ეცით სა­კუ­თარ თა­ვებს. ყო­ველ­თვის გა­ვაპ­რო­ტეს­ტებ იმას, რა­საც მე ჩავ­თვლი, რომ არას­წო­რია...“ - ეს ნა­წყვე­ტია მისი სტა­ტუ­სი­დან, რო­მე­ლიც ცოტა ხნის წინ "ინ­სტაგ­რამ­ზე" მან გა­მო­აქ­ვეყ­ნა.

მსა­ხი­ობს "ambebi.ge" დაუკავშირდა:

- რუს­კა, გა­სუ­ლი წლის მი­წუ­რულს აქ­ცი­ე­ბის და­წყე­ბი­სას, თქვენც იყა­ვით იმ ცნო­ბილ სა­ხე­ებ­ში, ვი­საც მო­უ­წო­დებ­დნენ და­გე­ტო­ვე­ბი­ნათ "იმე­დი“. ამ ზე­წო­ლამ გავ­ლე­ნა მო­ახ­დი­ნა თქვენს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა­ზე?

- რა თქმა უნდა, არა. დავ­ტო­ვე იმი­ტომ, რომ მე ასე მინ­დო­და და არა იმი­ტომ, რომ, ვი­ღა­ცას ასე უნ­დო­და. "იმედ­ში“ ძა­ლი­ან ბევ­რი მე­გო­ბა­რი მყავს და მათ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა არ გა­მი­წყვე­ტია. რაც შე­ე­ხე­ბა "ინ­სტაგ­რამ­ზე" გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ ჩემს "სთო­რის", სწო­რედ ამ თე­მა­ზე ვწერ, რომ არა­ვი­სი საქ­მე არ არის, ვინ რა პო­ზი­ცი­ა­ზეა.

ყო­ველ­თვის მი­მაჩ­ნდა, რომ არ აქვს მნიშ­ვნე­ლო­ბა სად მუ­შა­ობ, პრო­ტეს­ტის გა­მო­ხატ­ვა ყველ­გან შე­გიძ­ლია, მაგ­რამ რო­დე­საც ამის სა­შუ­ა­ლე­ბა არ გეძ­ლე­ვა, უნდა გა­ე­ცა­ლო.

- იმ ადა­მი­ა­ნებს ვინც დარ­ჩნენ "იმედ­ზე“, იმა­ვე თქვენს მე­გობ­რებს დღემ­დე მო­უ­წო­დებს სა­ზო­გა­დო­ე­ბა არხი და­ტო­ვონ. მათ ხში­რად აბუ­ლინ­გე­ბენ...

- ბუ­ლინ­გი ყო­ველ­თვის იყო, ამის არა­სო­დეს შემ­ში­ნე­ბია და არც მა­ღელ­ვებს, მა­შინ უფრო ადრე წა­მო­ვი­დო­დი ტე­ლე­ვი­ზი­ი­დან. უბ­რა­ლოდ, მი­მაჩ­ნდა, რომ ყველ­გან შე­გიძ­ლია პრო­ტეს­ტი გა­მო­ხა­ტო, მაგ­რამ რო­დე­საც ამის სა­შუ­ა­ლე­ბა არ გეძ­ლე­ვა, უნდა წა­მოხ­ვი­დე. არ­სე­ბო­ბენ ადა­მი­ა­ნე­ბი, ვი­საც კონ­კრე­ტუ­ლი მხა­რე უჭი­რავთ, ან არა­ვის მხარ­დამ­ჭე­რე­ბი არ არი­ან, დიახ, ასე­თი ადა­მი­ა­ნე­ბიც მუ­შა­ო­ბენ "იმედ­ში“ და მე ასე­თი ვი­ყა­ვი.

ახ­ლაც ასე ვარ, არ­ცერ­თი მხა­რე არ მი­ჭი­რავს, ასე­თია ჩემი პო­ზი­ცია. თუმ­ცა რო­დე­საც ხე­დავ ძა­ლა­დო­ბას, უკა­ნო­ნოდ იჭე­რენ შენს მე­გობ­რებს, ამ დროს გიჩ­ნდე­ბა პრო­ტეს­ტის გრძნო­ბა, მაგ­რამ რო­დე­საც ამი­სი გა­მო­ხატ­ვის სა­შუ­ა­ლე­ბა არ გაქვს, არ უნდა დარ­ჩე იქ, სა­დაც ხარ. თუ ეს გა­ღელ­ვებს და ამას ხმა­მაღ­ლა ვერ ამ­ბობ, უნდა გა­ე­ცა­ლო.

რო­გორც კი და­ი­წყეს ჩემი პო­ლი­ტი­კუ­რი მი­კუთ­ვნე­ბა, ეს მხა­რეა, ის მხა­რეა, ავ­დე­ქი და გა­მო­ვე­ცა­ლე, ყო­ველ­თვის გა­ვურ­ბი­ვარ იმას, რომ რო­მე­ლი­მე მხა­რე და­ვი­ჭი­რო. არც "ქოცი" ვარ და არც "ნაცი".

- რამ­დე­ნი­მე დღის წინ ნინი ბა­დუ­რაშ­ვი­ლი ამ­ბობ­და, ჩვენ­თან ინ­ტერ­ვი­უ­ში, რომ არ შე­იძ­ლე­ბა ადა­მი­ა­ნებს აძა­ლებ­დე წა­მო­ვიდ­ნენ სამ­სა­ხუ­რე­ბი­დან, რად­გან მათ უკან ფი­ნან­სუ­რი ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბი დგას.

- რა თქმა უნდა, არა­ვის აქვს ამის უფ­ლე­ბა. თუმ­ცა, ადა­მი­ა­ნებ­მა მის­ცეს უკვე სა­კუ­თარ თავს იმის უფ­ლე­ბა, რომ ამა­ზე წე­რონ, და­ა­ძა­ლონ სხვებს, წა­მო­დი, არ წა­მოხ­ვი­დე... რა თქმა უნდა, ეს ჩემს მი­მარ­თაც იყო, მაგ­რამ რო­დე­საც თა­ვი­დან არე­უ­ლო­ბა და­ი­წყო, ტე­ლე­ვი­ზი­ი­დან არ წა­მოვ­სულ­ვარ, რად­გან ჩემს პრო­ტესტს გა­მოვ­ხა­ტავ­დი. ტო­ტა­ლუ­რი სი­გი­ჟეა, რაც ახლა ხდე­ბა და მი­მაჩ­ნია, რომ ეს არ შე­იძ­ლე­ბა, რად­გან რომ ყვე­ლას თა­ვი­სი აზრი აქვს.

მე არ ვუ­ვარ­დე­ბი არა­ვის და არა­ფერს არ ვა­ძა­ლებ. სწო­რი, ნა­თე­ლი, გამ­თლი­ა­ნე­ბუ­ლი სა­ქარ­თვე­ლო და ევ­რო­პუ­ლი მო­მა­ვა­ლი მინ­და, ჩემ­თვის და ჩემი შვი­ლე­ბის­თვის. სა­დაც ბედ­ნი­ე­რე­ბი და ტო­ლე­რან­ტუ­ლე­ბი ვიქ­ნე­ბით ერ­თმა­ნე­თის მი­მართ. ახლა რაც ხდე­ბა, ტრა­გი­კუ­ლად უმ­ძი­მე­სი მდგო­მა­რე­ო­ბაა. შე­ვი­შა­ლეთ ყვე­ლა! გვშლი­ან ჩვენ და შემ­დეგ ერ­თმა­ნეთს ვშლით.

"იმედ­ში“ კონ­კრე­ტუ­ლად ჩემი გუნ­დი, ვის­თა­ნაც ვმუ­შა­ობ­დი, ძა­ლი­ან კომ­ფორ­ტუ­ლი იყო. შე­მეძ­ლო იყო სხვა­ნა­ი­რად, უფრო სწო­რი ფორ­მით წა­მოს­ვლა მხო­ლოდ მათ გამო. ვა­კონ­კრე­ტებ, მხო­ლოდ მათ გამო. რის­თვი­საც ბო­დიშს ვუხ­დი, პი­რა­დად ნა­ნი­კო ხა­ზა­რა­ძეს, რო­მე­ლიც ძა­ლი­ან მიყ­ვარს. "იმედ­ში“ დაბ­რუ­ნე­ბა არ­ცერ­თი წა­მით არ მომნდო­მე­ბია და ასე­ვე არა­ვის გა­და­უხ­დია თან­ხა, რომ იქი­დან წა­მოვ­სუ­ლი­ყა­ვი.

და­ბო­ლოს, ჩემი ღია და გუ­ლი­თა­დი სო­ლი­და­რო­ბა ყვე­ლა უკა­ნო­ნოდ და­ჭე­რილ პა­ტი­მარს!


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა