სანქციები ვერ იქნება შემაკავებელი, როდესაც საუბარია ქვეყნის ინტერესებზე - კახა კალაძე
სანქციები ვერ იქნება შემაკავებელი, როდესაც საუბარია ქვეყნის ინტერესებზე, ქვეყნის დაცვაზე, მომავალზე, სუვერენიტეტზე, დამოუკიდებლობაზე, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, "ქართული ოცნებისთვის“ პრინციპულად მნიშვნელოვანია ქვეყნის დამოუკიდებლობა, სუვერენიტეტი.
"რაც შეეხება ამერიკის შეერთებულ შტატებს, რა მოლოდინიც გვაქვს, ეს არის ურთიერთობების გადატვირთვა. როგორც იცით, ამერიკას ჰყავს ახალი პრეზიდენტი. ჩვენ ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ ის შეძლებს ბოლომდე დაამარცხოს „დიფ სტეიტი“, რომელსაც ფესვები ღრმად აქვს გადგმული მსოფლიოში. შევძლებთ თანამშრომლობას, პარტნიორობას, ურთიერთობების გაღრმავებას - ეს არის ჩვენი დამოკიდებულება აშშ-სთან.
სანქციებთან დაკავშირებით არაერთხელ გაგვიკეთებია განცხადება, რომ ეს ვერ იქნება შემაკავებელი, როდესაც საუბარია ქვეყნის ინტერესებზე, ქვეყნის დაცვაზე, მომავალზე, სუვერენიტეტზე, დამოუკიდებლობაზე. ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია ქვეყნის დამოუკიდებლობა, სუვერენიტეტი. ამ ყველაფრისთვის გადაიდგმება კონკრეტული ნაბიჯები, ყოველთვის დავიცავთ ქვეყანას, ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ შევინარჩუნოთ მშვიდობა ქვეყანაში და მოვახდინოთ ეკონომიკური განვითარება, გაძლიერება“, - განაცხადა კახა კალაძემ.