"დღეს აღარავის ეპარება ეჭვი, საით მიყავს "ოცნებას" ქვეყანა" - დავით უსუფაშვილი
ირაკლი კობახიძის მიერ ევროსაბჭოს გენერალური მდივნისთვის ერთობლივ სამუშაო ჯგუფში მუშაობაზე უარის თქმას კოალიცია "ძლიერი საქართველოში" იმის დასტურად აფასებენ, რომ "ქართულ ოცნებას" ქვეყანა ოკუპანტი რუსეთისკენ მიყავს.
"საქმე იმაშია, რომ დღეს აღარავის ეპარება ეჭვი, საით მიყავს "ოცნებას" ქვეყანა. როდესაც ევროკავშირის უმაღლესი პირები, ვისაც ეკითხება და ევალება საქართველოს დღევანდელი მომავალი, ასე მკაფიოდ გვეუბნებიან, თუ სად მიდის "ოცნების" ხელისუფლების შემთხვევაში საქართველო. ცხადია, ეს როგორმე უნდა გავაგებინოთ ქართველი ხალხის იმ ნაწილს, რომელიც შეცდომაშია შეყვანილი", - ამბობს დავით უსუფაშვილი.