28 წლის მოკრივე რინგზე მიღებული ტრამვების შედეგად გარდაიცვალა
ირლანდიაში, 28 წლის მოკრივე ჯონ კუნი, უელსელ ნათან ჰოველსთან წაგების შემდეგ გარდაიცვალა. ირლანდიელი მოკრივეს “ოლსტერ ჰოლში” გამართული ბრძოლის შემდეგ, თავის ქალის შიდა სისხლდენა დაეწყო. ტვინზე ზეწოლის შესამსუბუქებლად მას ოპერაცია ჩაუტარდა.
ბრძოლის შემდეგ, მოკრივეს პირველადი სამედიცინო დახმარება რინგზევე გაუწიეს, დარბაზიდან კი საავადმყოფოში გადაიყვანეს.
მედიის ცნობით, სპორტსმენი სიცოცხლისთვის ერთი კვირის განმავლობაში იბრძოდა, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.