პოლიციის წინააღმდეგობის მიუხედავად, რუსთაველის გამზირი გადაიკეტა
პოლიციის წინააღმდეგობის მიუხედავად, აქციის მონაწილეებმა რუსთაველის გამზირი გადაკეტეს. პარლამენტთან, ცოტა ხნის წინ ხმაური და დაპირისპირება იყო. სამართალდამცველებმა რამდენიმე მოქალქე დააკავეს.
პროტესტის 75-ე დღესაც მომიტინგეები საკანონმდებლო ორგანოსთან უცვლელი მოთხოვნებით შეიკრიბნენ – დაინიშნოს ახალი არჩევნები და გათავისუფლდნენ აქციების პერიოდში დაკავებული მოქალაქეები.
ფოტო: MO SE