თეგებით ძიება

კანადა აშშ-ის 51-ე შტატი არასდროს გახდება - ჯასტინ ტრუდო

კანადის პრემიერ-მინისტრის, ჯასტინ ტრუდოს განცხადებით, კანადასთან დაკავშირებით აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადება სერიოზულად უნდა იქნეს მიღებული. 

ტრუდომ ტრამპის განცხადების საპასუხოდ ხაზგასმით აღნიშნა, რომ კანადა შეერთებული შტატების 51-ე შტატი არასოდეს გახდება. 

"კანადა აშშ-ის 51-ე შტატი არასდროს გახდება, თუმცა აშშ-ის პრეზიდენტის განცხადება სერიოზულად უნდა მივიღოთ და გავაგრძელოთ კანადის ინტერესების დაცვა“, - აცხადებს ტრუდო.

ამასთან, ბრიუსელში ჟურნალისტებთან საუბრისას, ტრუდომ თქვა, რომ კანადას არ სურს შეერთებულ შტატებთან სავაჭრო დავაში შევიდეს, თუმცა თუ აშშ ტარიფებს დააწესებს, კანადა მას უპასუხებს. 

ინფორმაციისთვის, თეთრი სახლის ლიდერმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ კანადა აშშ-ის 51-ე შტატი უნდა გახდეს.

ტრამპი მექსიკისა და კანადისთვის 25%-იანი ტარიფების დაწესებას გეგმავს. მექსიკის პრეზიდენტთან და კანადის პრემიერთან საუბრის შემდეგ ტარიფების დაწესება ტრამპმა 30 დღით შეაჩერა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა