თურქეთში 4.8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა
თურქეთში მიწისძვრა მოხდა. კატასტროფებისა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, სიმძლავრემ 4.8 მაგნიტუდა შეადგინა, ეპიცენტრი კი ბინგოლი, იედისუს რაიონი იყო.
წინასწარი ინფორმაციით, მიწისძვრის შედეგად არავინ დაშავებულა.