თეგებით ძიება

“ვთხოვ მათაც შეწყვიტონ შიმშილობა...“ - მზია ამაღლობელის მიმართვა და წერილი “ვივამედიდან“

“ბა­თუ­მე­ლე­ბის“ დამ­ფუძ­ნე­ბელ­მა, მზია ამაღ­ლო­ბელ­მა შიმ­ში­ლო­ბა შე­წყვი­ტა. ამის შე­სა­ხებ “ბა­თუ­მე­ლე­ბის“ რე­დაქ­ტორ­მა, ეთერ თუ­რა­ძემ კლი­ნი­კა “ვი­ვა­მედ­თან“ გა­მარ­თულ ბრი­ფინგზე გა­ნა­ცხა­და.

“ბა­თუმ­ში, “ოც­ნე­ბის ქა­ლაქ­ში“ მომ­ხდა­რი ტრა­გე­დი­ის ორი არას­რულ­წლო­ვა­ნი ბავ­შვის თხრილ­ში ჩა­ვარ­დნის და და­ღუპ­ვის ფონ­ზე, ჩემს ჯან­მრთე­ლო­ბას და სი­ცო­ცხლე­ზე სა­ზო­გა­დო­ე­ბის წუ­ხი­ლის მოს­მე­ნა, წარ­მო­უდ­გენ­ლად მძი­მეა ჩემ­თვის. ამ დღე­ებ­ში, ექი­მე­ბის დახ­მა­რე­ბით შე­ვეც­დე­ბი რო­გორ­მე შევ­ძლო კვე­ბის აღ­დგე­ნა. "სინ­დი­სის პა­ტიმ­რებს" მად­ლო­ბა სო­ლი­და­რო­ბის­თვის, ვთხოვ მა­თაც შე­წყვი­ტონ შიმ­ში­ლო­ბა.

გან­სა­კუთ­რე­ბულ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა ვგრძნობ ჩემი თა­ნა­მო­აზ­რე­ე­ბის კო­ლე­გე­ბის, მე­გობ­რე­ბის და ოჯა­ხის მი­მართ. არ მინ­და, ჩემ­მა შიმ­ში­ლო­ბამ და­გა­სუს­ტოთ, თქვენ ჩემს ნაც­ვლა­დაც უნდა იბ­რძო­ლოთ", - აღ­ნიშ­ნუ­ლია წე­რილ­ში.

მზია ამაღ­ლო­ბელ­მა, რო­მე­ლიც ბა­თუ­მის პო­ლი­ცი­ის უფ­რო­სის, ირაკ­ლი დგე­ბუ­ა­ძის­თვის სი­ლის გაწ­ვნის ფაქ­ტზე, პო­ლი­ცი­ელ­ზე თავ­დას­ხმის ბრალ­დე­ბით და­ა­კა­ვეს, შემ­ში­ლო­ბის შე­წყვე­ტის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა 38-ე დღეს მი­ი­ღო. ის და­კა­ვე­ბის მო­მენ­ტი­დან შიმ­ში­ლობ­და.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა