თეგებით ძიება

Nutella-ს პასტის შემქმნელი 97 წლის ასაკში გარდაიცვალა

97 წლის ასაკში ქიმიკოსი ფრანჩესკო რიველა გარდაიცვალა, მან კომპანია Ferrero-სთვის შოკოლადის პასტა Nutella შექმნა, რისთვისაც Nutella-ს "მამას“ უწოდებდნენ.

რიველა Ferrero-ში 1952 წლიდან დასაქმდა. 25 წლის ასაკში იგი უკვე მუშაობდა კომპანიის ქიმიურ ლაბორატორიაში და ისეთი პოპულარული ტკბილეულის შექმნაში მიიღო მონაწილეობა, როგორებიცაა Kinder და Ferrero Rocher.

იტალიელ ქიმიკოსს ტკბილეულის შექმნაში და ბრენდის საერთაშორისო სენსაციად გადაქცევაში მნიშვნელოვანი როლი აქვს შესრულებული.

ნუტელა(Nutella) იტალიური წამროშობის თხილის შოკოლადის კარაქია, რომელიც დაახლოებით მსოფლიოს 70 ქვეყანაში იყიდება. ნუტელას შედგება კაკაოს, შაქრის, მშრალი რძის და არაქისის შრატისგან. დღეს-დღეობით ჩვენი პატარების, არა მარტო პატარების, ერთ-ერთი ყველაზე გემრიელი ნუგბარია. ყოველწლიურად 5 თებერვალს „ნუტელას მსოფლიო დღე“ აღინიშნება.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა