თეგებით ძიება

დიდთოვლობა გურიაში - ხიდისთავში გაუწმენდავ გზებზე დახმარება მყისიერად მივიდა

გურიაში დიდთოვლობამ პრობლემები შექმნა. მოქალაქეების ნაწილი გაუწმენდავ გზებზე, ელექტროენერგიისა და გათბობის არარსებობაზე წუხს და ადგილობრივ ხელისუფლებას დახმარების თხოვნით მიმართავს.

სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდისთავში ადამიანების ვერ უკავშირდებოდნენ.  

"ხიდისთავში თუ ვინმე ხართ გთხოვთ მიპასუხეთ, 15 საათია ხაზზე არ არის მარტო ცხოვრობს, 70 წლის ნორა ბებო. 

სოფელი ხიდისთავი - წისქვილის გზაზე, ანა კალანდაძის ეზოდან მეორე სახლი. 

გთხოვთ დამეხმარეთ. 

სულ მარტოა, დაჭრილი შეშა უმთავრდებოდა და არავინ არის ახლოს რომ გავიგოთ მისი ამბავი", - წერს ირა მელიმონაძე სოციალურ ქსელში.

აღნიშნულიდან უმოკლეს ვადებში უმრავლესობის წევრმა, ვასილ ჩიგოგიძემ მყისიერად იმოქმედა, მოახერხა ხალხის დახმარება და ყველანაირი საჭირო რესურსით მომარაგება.

TIA.GE მადლობას უხდის ვასილ ჩიგოგიძეს მყისიერი მოქმედებისთვის და გამძლეობას უსურვებს ყველა ადამიანს, ვინც სტიქიით დაზარალდა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა