თებერვალში ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავლებმა 246 მლნ აშშ დოლარი შეადგინა - "გალთ ენდ თაგარტი“
"ჩვენი შეფასებით, 2025 წლის თებერვალში ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავლებმა 246 მლნ აშშ დოლარი შეადგინა (უცვლელი წ/წ),“ - ამის შესახებ „გალთ ენდ თაგარტის“ კვლევაშია აღნიშნული.
მათივე შეფასებით, ჯამურად, 2025 წლის იანვარ-თებერვალში ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები წლიურად 0.7%-ით გაიზარდა და 536 მლნ აშშ დოლარს გაუტოლდა.
ამასთან, „გალთ ენდ თაგარტის“ პროგნოზით, 2025 წელს ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები 4.5 მლრდ აშშ დოლარს მიაღწევს.