როგორ მოქმედებს ემოციური გადაწყვეტილებები უძრავი ქონების შეძენისას და რა შედეგები შეიძლება მოჰყვეს?
უძრავი ქონების შეძენა უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილებაა, რომელიც დიდ ფინანსურ და ემოციურ რესურსებს მოითხოვს. ხშირად ემოციური მდგომარეობა ხდება გადამწყვეტი, რაც საბოლოოდ ნეგატიურ შედეგებს იჩენს. აუცილებელია მყიდველმა თავიდანვე გაარკვიოს ყველა სამართლებრივი და ტექნიკური დეტალი, რათა თავიდან აიცილოს მოსალოდნელი საფრთხეები.
განვიხილოთ რამდნეიმე მაგალითი:
ვადაგადაცილების გამო გაუმართლებელი სამართლებრივი დავა.
სოფო 35 წლის ახალგაზრდა ქალბატონია, რომელმაც ძალიან დიდი ხნის ოცნება აისრულა - იყიდა ბინა ახალაშენებულ კორპუსში რომელშიც, საცხოვრებლად შესვლა ერთი წლის შემდეგ უნდა შეძლებოდა. თუმცა, მშენებლობის პროცესში მოულოდნელი შეფერხებები გაჩნდა და ვადაგადაცილებამ ექვსი თვე შეადგინა.
სოფო არ დაელოდა დამატებით ინფორმაციას და დაუყოვნებლივ, ემოციური გადაწყვეტილების ფონზე მიმართა სასამართლოს კომპანიის წინააღმდეგ. მან სასამართლოში წამოიწყო პროცესი, მაგრამ მოგვიანებით გაირკვა, რომ კომპანიის ხელშეკრულებაში ზუსტად იყო მითითებული, რომ შესაძლებელი იყო ვადების 6-თვიანი გადაწევა გაუთვალისწინებელი გარემოებების გათვალისწინებით. შედეგად, სოფოს, იურიდიული საფუძვლის გარეშე, დაეკისრა დამატებითი სასამართლო ხარჯები და დაკარგა დრო.
ეს ქეისი ნათლად გვიჩვენებს, რომ ვადაგადაცილების მიუხედავად, მომხმარებელმა უნდა შეისწავლოს ხელშეკრულება და მოითხოვოს დამატებითი ინფორმაცია კომპანიისგან, ვიდრე სასამართლოში საქმე გადაიტანოს.
კედლის მცირე დარღვევა - დიდი ემოცია, დიდი ხარჯები
გიორგიმ რამდენიმე წლის წინ იყიდა ბინა და საცხოვრებლად გადასვლამდე, როდესაც იგი შიდა რემონტს ამთავრებდა, ერთ-ერთი კედლის მცირე გაუმართაობა შეამჩნია. ამან იგი ძალიან გააღიზიანა და ვერაფრით შეძლო თავის ემოციურად გაკონტროლება. გიორგიმ დეველოპერის მიმართ პრეტენზია გამოთქვა და მოითხოვა სრული კომპენსაცია ბინის რემონტის ხარჯზე, თუმცა კომპანიამ მხოლოდ კედლის შეცვლა შესთავაზა. გიორგიმ არ დააკმაყოფილა ეს შეთავაზება და გადაწყვიტა სასამართლო გზა აერჩია.
სასამართლომ დაამტკიცა, რომ დეველოპერს მხოლოდ კედლის შეცვლის ვალდებულება ჰქონდა, რემონტის ხარჯების ანაზღაურება კი მათი პასუხისმგებლობა არ იყო. გიორგიმ კი დამატებითი ხარჯებით და ემოციური სტრესით დატვირთული პერიოდი გაიარა.
მოცემული მაგალითები გვიჩვენებს, რომ ბინის ყიდვისა და მშენებლობის პროცესში მნიშვნელოვანია, მყიდველმა თავიდანვე ზედმიწევნით შეისწავლოს ყველა ხელშეკრულება და დეტალი.
დეტალურად განიხილეთ ხელშეკრულება – სანამ რაიმე სამართლებრივ პროცედურას დაიწყებთ, აუცილებლად შეისწავლეთ ხელშეკრულების ყველა პირობა. გაიარეთ კონსულტაცია იურისტთან, თუ რაიმე გაუგებარია.
მოითხოვეთ ოფიციალური ახსნა – დეველოპერებთან თუ რაიმე გაურკვევლობაა, უმჯობესია, პირველ ეტაპზე მოითხოვოთ დამატებითი ახსნა და ინფორმაცია წერილობითი ფორმით.
ემოციური კონტექსტის გაკონტროლება – ემოციებმა არ უნდა გადაწყვიტონ უძრავი ქონების ყიდვა.
პარტნიორობა იურისტთან – უძრავი ქონების შესყიდვა და იურიდიული საკითხები ყოველთვის რთული პროცესია. იურისტი თქვენი საუკეთესო დამცველი იქნება, რომ არ დაუშვათ შეცდომები და გააგრძელოთ პროცესი მშვიდად.
საბოლოოდ, აუცილებელია, რომ წინასწარ ყველაფერი გაითვალისწინოთ და ზედმეტი ემოციებისგან თავი შეიკავოთ, რათა თავიდან აიცილოთ არასაჭირო ხარჯები და სტრესი.