თეგებით ძიება

საქართველოს საგარეო ვალი 8.577 მლრდ დოლარია

2025 წლის თებერვლის მდგომარეობით საქართველოს სახელმწიფო საგარეო ვალმა 8.577 მლრდ დოლარს (დღევანდელი კურსით 24.164 მლრდ ლარს) გადააჭარბა. ეს კი 29.6 მლნ დოლარით მეტია ამა წლის იანვართან შედარებით.

უფრო კონკრეტულად, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, 2025 წლის იანვრის მდგომარეობით სახელმწიფო ვალის მოცულობა 8.547 მლრდ დოლარს შეადგენდა.

ფინანსთა სამინისტროს მონაცემებით, თებერვლის მდგომარეობით უშუალოდ მთავრობის საგარეო ვალი 8.224 მლრდ დოლარი იყო, აქედან მრავალმხრივი კრედიტორების დავალიანება 6.237 მლრდ დოლარია, ორმხრივი კრედიტორების კი 1.487 მლრდ დოლარი. აღსანიშნავია, რომ საანგარიშო პერიოდში საქართველოს ეროვნული ბანკის საგარეო ვალდებულება 352.7 მლნ დოლარს შეადგენდა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა