თეგებით ძიება

საქართველოს პირველი საკოლექციო, 8000-ევროიანი ბანკნოტი ევროპაში

ნიდერლანდების სამეფოში, ქალაქ მაასტრიხტში, პირველი ქართული საკოლექციო ბანკნოტი, „ევრო 8000“ დაიბეჭდა, რასთან დაკავშირებითაც TRESURIUM-მა ორდღიანი ღონისძიება მოაწყო, სადაც ქართული ღვინის დეგუსტაციას და პრეზენტაციას, შატო ნეერკანის ისტორიულ ღვინის გამოქვაბულში უმასპინძლა, რომელიც ევროპის ისტორიული ადგილია. ამასთან, TREASURIUM-მა ამ პრესტიჟულ ღონისძიებაზე ქართული და ჰოლანდიური დელეგაციების თანდასწრებით ოფიციალურად წარადგინა საქართველოს საკოლექციო ევროს ბანკნოტი “euro 8000”.

ქალაქ მაასტრიხტს დიდი სიმბოლური დატვირთვა აქვს. რადგან მაასტრიხტს, როგორც ევროს დაბადების ადგილს, გადამწყვეტი როლი აქვს ევროპის ისტორიაში.

ლიმიტირებული გამოცემა, რომელიც 5000 ცალისგან შედგება, ევროპის ცენტრალური ბანკის თანხმობით, კომპანია TRESURIUM-მა შეიმუშავა და დააფინანსა. აღნიშნულ საკოლექციო ბანკნოტებზე მსოფლიოს წამყვანი დიზაინერებისა და სპეციალისტებისგან შემდგარი ჯგუფი ექვსი თვის განმავლობაში მუშაობდა. ბანკნოტზე ქვევრებია გამოსახული, ასევე აქვს წარწერა “შენ ხარ ვენახი” და “საქართველო ღვინის სამშობლო”.

აღსანიშნავია, რომ ევროპაში პირველი ქართული საკოლექციო ბანკნოტის შექმნა ევროსაბჭოს მიერ საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას უკავშირდება. „ისტორიულად, ქვეყნებს საკუთარი მიღწევები მონეტებსა და ვალუტაზე არაერთხელ აღუბეჭდავთ. ისტორიის ამ გადამწყვეტ ფურცელზე ხაზს ვუსვამთ საქართველოს მნიშვნელოვან დამსახურებას – მეღვინეობის 8000 წლიან უწყვეტ ტრადიციას. სწორედ ამიტომ, შევიმუშავეთ ეს პროექტი ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან ერთად“ – განაცხადა ბატონმა იაშარ აჯამმა, კომპანია თრეჟარიუმის დამფუძნებელმა.

„საკოლექციო ბანკნოტი მდიდარია სიმბოლური ელემენტებით, რომლებიც საქართველოს მრავალსაუკუნოვან, მდიდარ კულტურულ და ისტორიულ მემკვიდრეობას განასახიერებს. დავით გარეჯის მონასტერი, ალავერდის მონასტერი, ქართული მეღვინეობის სიმბოლო – ქვევრი, ქართული კალიგრაფია – სწორედ ამ მნიშვნელოვან ისტორიულ წარსულს წარმოაჩენს პირველი ქართული საკოლექციო ბანკნოტი „ევრო 8000“ – აღნიშნავს პროექტის აღმასრულებელი ეკა კვირტია.

წყარო


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა