თეგებით ძიება

არაგვის ხიდზე დაზიანებული ფილის აღდგენისთვის ბეტონის სამუშაოები დასრულებულია - დეპარტამენტი

არაგვის ხიდზე დაზიანებული ფილის აღდგენისთვის ბეტონის სამუშაოები დასრულებულია - ინფორმაციას გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

დეპარტამენტის ინფორმაციით, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 26-ე კმ-ზე, მდინარე არაგვის ხიდზე დაზიანებული ფილის აღდგენის სამუშაოები დასრულებულია. ამ დროისათვის, უკვე ჩასხმულია ბეტონი, რომლის საჭირო მდგრადობის მინიმალურ დროში მისაღწევად გამოყენებული იქნა შესაბამისი დანამატები. ბეტონის გაშრობისთანავე მოეწყობა ასფალტის საფარი და 23 მარტს, კვირას, ხიდზე სრულად აღდგება ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

ამასთან, ხიდის აღდგენის სამუშაოების დასრულებამდე, ავტოტრანსპორტის გადაადგილება შესაძლებელია ალტერნატიული გზებითაც. კერძოდ, დასავლეთიდან აღმოსავლეთის მიმართულებით

ავტოტრანსპორტს შეუძლია ისარგებლობს ზაჰესი-მცხეთა-კავთისხევი-გორი-სკრა-ქარელი-ოსიაურისა და ნარეკვავი-მცხეთა-რკინიგზის სადგურის საავტომობილო გზების გამოყენებით.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა