თეგებით ძიება

თბილისის ნაწილს დღეს ელექტრომომარაგება დროებით შეუწყდება

თბილისში, საბურთალოს, სამგორისა და გლდანის მოსახლეობის ნაწილს, დღეს სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო, ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება. თელასი ქუჩების ჩამონათვალს აქვეყნებს.

გლდანის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის I მიკრორაიონის, მუხიანის I მიკრორაიონის და მარატ ნოზაძის ქუჩის მოსახლეობას.

სამგორის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 12:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილი-3 III, IIIა, IV მიკრორაიონების, რაფიელ დვალის, სესილია თაყაიშვილის და

ვიქტორ კუპრაძის ქუჩების მოსახლეობას.

საბურთალოს რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნუცუბიძის პლატოს I, II, III მიკრორაიონების, ვაჟა-ფშაველას გამზირის (ნაწილობრივ), შალვა ნუცუბიძის და ბესარიონ ჟღენტის ქუჩების მოსახლეობას.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა