ვის გამოიგონა საბჭოთა კავშირის დროინდელი თუჯის აბაზანები და რატომ ერგო მილიონები მის ნაცვლად სხვას?
მდიდარი იყო თუ ღარიბი, თანამდებობი პირი თუ უბრალო მუშა, თითქმის 100 კგ-იანი ემალირებული თუჯის აბაზანა ყველა საბჭოთა ადამიანის აბაზანში იდგა, თუმცა ის საბჭოთა გამოგონება არ ყოფილა..
მე-19 საუკუნის ბოლომდე დასავლეთის ქვეყნებში პირადი ჰიგიენის საკითხი საკმაოდ მწვავედ იდგა, განსაკუთრებით ურბანიზაციის ზრდის ფონზე. ელიტა და მდიდარი ბურჟუები პორცელანისა და ფაიფურის ფეხიან აბაზანებში ბანაობდნენ. ეს ლამაზად მოხატული, მოოქროვილი აბაზანები ხელოვნების ნიმუშებს წარმოადგენდნენ, მაგრამ ორი ნაკლი ჰქონდათ:
1. მაღალი ფასი ჰქონდათ (ერთი აბაზანის ფასად საუკეთესო ცხენის ყიდვა შეიძლებოდა)
2. ადვილად იმტვრეოდნენ - საკმარისი იყო მოსამსახურეს შემთხვევით სათლი ან ტოლჩა მიერტყა და ძვირფასი აბაზანა ნამსხვრვებად იქცეოდა.
ბუნებრივია, ასეთი ძვირადღირებული, თან მყიფე ნივთის შეძენის საშუალება მხოლოდ ძალიან მდიდარ ადამიანებს ჰქონდათ, ბანაობა კი დანარჩენებსაც სჭირდებოდათ..
ამ პრობლემის მოგვარება ახალგაზრდა შოტლანდიელმა გამომგონებელმა დევიდ დანბარ ბიუკმა სცადა, რომელიც 1870-იან წლებში ამერიკაში, პატარა სანტექნიკურ კომპანიაში მუშაობდა. იმ პერიოდში კომპანია თუჯის აბაზანებს აწარმოებდა, რომლებსაც კოროზიისგან დასაცავად თეთრი საღებავით ფარავდნენ. ეს პროცესი ხელით სრულდებოდა, რასაც უამრავი სირთულე ახლდა.
ბიუკმა გადაწყვიტა, რომ აბაზანები საღებავის ნაცვლად, ემალით უნდა დაეფარათ, რაც ბევრად უფრო მარტივი იყო. ბიუკის ტექნოლოგიამ კომპანიას დიდი წარმატება მოუტანა, მაგრამ მან მალე თავისი გამოგონება ემალირების ტექნოლოგიასთან ერთად სულ რაღაც 1000 დოლარად გაყიდა და ავტომობილების წარმოება დაიწყო.
ბიუკის აბაზანებმა მთელი დასავლეთი დაიპყრო და ფირმის ახალი მფლობელი მილიონერი გახდა. მოგვიანებით, საბჭოთა ინჟინრებმა ბიუკის ტექნოლოგია გადაიღეს და აბაზანების მასობრივი წარმოება დაიწყეს. რა თქმა უნდა, გამოგონების ავტორისთვის არაფერი გადაუხდიათ.
ასე გაჩნდა საბჭოთა მოქალაქის ბინაში ემალირებული აბაზა, რომელიც ბევრისთვის დღემდე საბჭოთა ეპოქასთან ასოცირდება.