Transfermarkt-მა ფასები განაახლა - როგორ შეიცვალა ქართველი ფეხბურთელების ფასი?
Transfermarkt-მა საფრანგეთის ლიგა 1-ის ფეხბურთელების სატრანსფერო ფასები განაახლა.
,,პარი სენ ჟერმენის'' შემტევი, ხვიჩა კვარაცხელია 80 მილიონ ევროდაა შეფასებული. მისმა ღირებულებამ, წინა მონაცემებთან შედარებით, 5 მილიონით დაიკლო, თუმცა საფრანგეთის ჩემპიონატში ქართველ ფეხბურთელზე ძვირადღირებული არავინაა.
2 მილიონი ევროთი - 18-დან 20 მილიონამდე გაიზარდა გიორგი მიქაუტაძის ფასი. გარდა ამისა, ასევე 2 მილიონით მოიმატა ზურიკო დავითაშვილის ღირებულებამაც, რომელიც ამ მომენტისთვის 10 მილიონადაა შეფასებული.
აღსანიშნავია, რომ ლიგა 1-ის 11 ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელი ,,პარი სენ ჟერმენის საკუთრებაა.
საფრანგეთის ჩემპიონატის 10 ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელი Transfermarkt-ის ვერსიით:
ხვიჩა კვარაცხელია - 80 მილიონი ევრო
უსმან დემბელე - 75 მილიონი ევრო
ბრედლი ბარკოლა - 70 მილიონი ევრო
აშრაფ ჰაკიმი - 65 მილიონი ევრო
ჟოაო ნევეში - 65 მილიონი ევრო
ვიტინია - 60 მილიონი ევრო
უორენ ზაირ-ემერი - 60 მილიონი ევრო
დეზირე დუე - 60 მილიონი ევრო
ნუნუ მენდეში - 55 მილიონი ევრო
გონსალუ რამოში - 45 მილიონი ევრო
არსებული ცვლილებებიდან გამომდინარე საქართველოს ეროვნული ნაკრების ღირებულება €192 მილიონი ევროდან €181 მილიონამდე ჩამოვიდა, თუმცა სომხეთის ნაკრების დამარცხების შემდეგ FIFA-ს რეიტინგში “ჯვაროსნები” 2 პოზიციით, 68-დან 66 ადგილამდე დაწინაურდნენ.
შეგახსენებთ, რომ ივნისში გასამართი ამხანაგური თამაშების შემდეგ ნაკრები 4 სექტემბერს მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპს თურქეთის წინააღმდეგ დაიწყებს.