ბაღდათის მუნიციპალიტეტში ღვინის პირველი ლაბორატორია გაიხსნა
ბაღდათის მუნიციპალიტეტში ღვინის პირველი ლაბორატორია გაიხსნა. ლაბორატორია არა მხოლოდ იმერეთის რეგიონის მეღვინეებს, არამედ მთელს დასავლეთ საქართველოს მოემსახურება. პროექტი გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების ორგანიზებით, პროგრამის "ევროკავშირი ინტეგრირებული ტერიტორიული განვითარების ეკონომიკური და სოციალური ცხოვრების კატალიზატორი" ფარგლებში მოეწყო.
თანამედროვე საერთაშორისო სტანდარტებზე მორგებული ღვინის ლაბორატორია ხელს შეუწყობს რეგიონში მაღალი ხარისხის ღვინის წარმოებას. ღვინის მწარმოებლებისთვის ღვინის ხარისხის სერტიფიცირების სერვისებზე მომსახურება აქამდე, მხოლოდ თბილისში იყო ხელმისაწვდომი, რაც იმერელი მწარმოებლებისთვის გარკვეულ წინაღობას ქმნიდა.