თეგებით ძიება

რას ამბობს შემოსასვლელი კარის ფერი თქვენს პიროვნებაზე?

ფსიქოლოგების თქმით, სახლის დიზაინი, ასევე ის, თუ როგორი ტიპის კედლები, ავეჯი და ნივთები ალაგია იქ - მეპატრონის შესახებ იმაზე მეტ ინფორმაციას გვაძლევს, ვიდრე ერთი ერთი შეხედვით ჩანს. როგორც სპეციალისტები ამბობენ, მათი საშუალებით შეგვიძლია ადამიანის შინაგანი მდგომარეობის, ხასიათისა და შეხედულებების შესახებ საინტერესო ფაქტები შევიტყოთ.

შესასვლელი კარი - შესასვლელი კარი და მისი შეფერილობა არის პირველი, რასაც ადამიანები თქვენ სახლის შემოსვლისას ხედავენ.

როგორც ფსიქოლოგები ამბობენ, შავი ფერის კარს უპირატესობას თავშეკავებული და კონსერვატორი ადამიანები ანიჭებენ. მათივე თქმით, შავი ფერის მოყვარულთა უმეტესობას მძიმე ბავშვობა ჰქონდა ან ცხოვრების გზაზე ბევრი სირთულე შეხვდა. ის, ვინც შავს ირჩევს - გარშემომყოფებისთვის მუდმივად იდუმალ და ამოუცნობ ადამიანად რჩება. მათ გაცნობას, შეიძლება, წლები დასჭირდეს. ისინი ახლოს ყველას არ უშვებენ, ამიტომ, ნუ გექნებათ იმედი, რომ გაცნობისთანავე დაუმეგობრდებით.

წითელი/ ბორდოსფერი კარი კი თურმე იმაზე მიუთითებს, რომ მის მფლობელს გამოწვევები არ აშინებს და ყოველთვის მზადაა საკუთარი აზრი პირდაპირ გამოხატოს. ფსიქოლოგების აზრით, წითელი ფერის მოყვარულები რუტინასა და მონოტონურობას ვერ იტანენ. ენერგიული და ხალისიანები არიან და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია - თავგადასავლებისთვის ყოველთვის მზად არიან.

ყავისფერი/ ყავისფერი ტონები - ფსიქოლოგების თქმით, თუ მეზობლის, ნათესავის ან მეგობრის სახლის კარები ყავისფერი ფერისაა - ეს იმას ნიშნავს, რომ თქვენ საქმე ერთგულ, მომთმენ და შრომისმოყვარე ადამიანთან გაქვთ. მათ განსაკუთრებით უყვართ წესრიგი, აქვთ საოცარი იუმორის გრძნობა. თანხას ყოველთვის ეკონომიურად ხარჯავენ და ყველაფერს აკეთებენ, რომ გარშემომყოფებმა არ მოიწყინონ.

ლურჯი კი ჰარმონიის ფერია. იმ ადამიანებისთვის, რომლებიც არჩევანს ლურჯი ფერის კარებზე აჩერებენ, სტაბილურობა და სხვებზე ზრუნვა ცხოვრებისეული პრიორიტეტია. ისინი ძალიან ერთგულები არიან და მძიმე პერიოდში არასდროს მიგატოვებენ. არ ახასიათებთ იმპულსურობა, ემოციებსა და აზრებს ყოველთვის აკონტროლებენ. სანამ რამეს იტყვიან, მანამდე ძალიან ბევრს ფიქრობენ.

რაც შეეხება მწვანე ფერის შემოსასვლელ კარს -როგორც სპეციალისტები ამბობენ, მწვანე სოციალურად აქტიური ადამიანების ფერია. ისინი ახალ გარემო პირობებს მარტივად ეგუებიან. სიმშვიდეს კრიზესების დროსაც ინარჩუნებენ და საქმეები ყოველთვის ბოლომდე მიჰყავთ. მათთვის მნიშვნელოვანია, გარშემო მყოფებისთვის საჭიროები იყვნენ. მუდამ აინტერესებთ, რას ფიქრობს ხალხი მათზე.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა