თეგებით ძიება

მიანმარში მომხდარი მიწისძვრის მსხვერპლთა რაოდენობამ 1640-ს მიაღწია

მიანმარში მომხდარი მიწისძვრის მსხვერპლთა რაოდენობამ 1640-ს მიაღწია. შემთხვევის შედეგად, დაშავებულია 3400-ზე მეტი ადამიანი.

ამჟამად, დაკარგულად მიიჩნევა 140-მდე ადამიანი. სტიქიის ეპიცენტრში - მიანმარის ქალაქ მანდალაიში, დანგრეულია 1500-ზე მეტი საცხოვრებელ სახლი. განადგურებულია ხიდები, გზები, რეზიდენციული შენობები და სამოქალაქო ინფრასტრუქტურა.

7.7 მაგნიტუდის სიმძლავრის ბიძგები იგრძნობოდა ტაილანდსა და ჩინეთში. ბიძგების შედეგად, ბანგკოკში დაინგრა მშენებარე ცათამბჯენი, სადაც ნანგრევებში მოყოლილია, სულ მცირე, 50 მუშა. ინტენსიური სამძებრო-სამაშველო სამუშაოები გრძელდება.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა