თეგებით ძიება

თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება შეეზღუდება

თბილისში, დღეს - 4 აპრილს სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო, ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება. თელასი ქუჩების ჩამონათვალს აქვეყნებს:

საბურთალოს რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პეკინის გამზირის, 26 მაისის მოედნის, სააკაძის მოედნის, საბურთალოს, ხვიჩიას, ბალანჩივაძეების, ცინცაძის, ბახტრიონის, იოსებიძის, კოსტავას, იყალთოს და სულაკაურის ქუჩების მოსახლეობას.

გლდანის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის I მიკრორაიონის, მუხიანის IVა, IVბ მიკრორაიონების, მუხიანის აგარაკების, დუმბაძის გამზირის, ვარდისუბნის, საზანოს, სამეგრელოს და 26 მაისის ქუჩების მოსახლეობას.

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის II მიკრორაიონის, ქართველთა და ებრაელთა ძმობის ხეივნის, ომარ ხიზანიშვილის და ქერჩის ქუჩების მოსახლეობას.

ისნის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კახეთის გზატკეცილის, ვაზისუბნის დასახლების, აეროდრომის დასახლების, მერვე ლეგიონის დასახლების, ნავთლუღის დასახლების, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირის, ჩოლოყაშვილის მოედნის, კვაჭანტირაძის, მუსხელიშვილის, ჭრელაშვილის, ნავთლუღის, ლაისტის, უორდროპის, მიკოლა ბაჟანის, აჰმედ ჯავადის, მეგობრობის, აფშინაშვილის, მიხეილ აბრამიშვილის, ალექსანდრე წულუკიძის, ძეგლევის, ლაღიძის, ზურაბ ჩაჩუას, შანდორ პეტეფის, 17 შინდისელი გმირის, ოსიპ მანდელშტამის, კალოუბნის, სამგორის, ნოე რამიშვილის, იოსებ და ლეონ ორბელების, ჯავახეთის და კაკაბეთის ქუჩების მოსახლეობას.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა