თეგებით ძიება

ყველაზე ძლიერი პასპორტების ჩამონათვალში ახალი ქვეყანა ლიდერობს - Nomad Passport Index 2025

Nomad Passport Index 2025-ის თანახმად, მსოფლიოში ყველაზე ძლიერი პასპორტი ირლანდიას აქვს. ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც საგადასახადო და საემიგრაციო საკონსულტაციო კომპანია Nomad Capitalist-ის რეიტინგში ეს ჩრიდლოევროპული ქვეყანა ლიდერ პოზიციაზე მოხვდა. მანამდე, 2020 წლის რეიტინგში ირლანდია პირველ ადგილს ლუქსემბურგთან და შვედეთთან ერთად იყოფდა.

როგორც Nomad Capitalist-ის წარმომადგენელმა CNBC-სთან აღნიშნა, ირლანდია პირველ ადგილზე ძლიერი საერთაშორისო რეპუტაციით, ბიზნესისთვის მეგობრული საგადასახადო პოლიტიკით და ზოგადი მოქნილობით მოხვდა.

სხვა კომპანიებისგან განსხვავებით, რომლებიც საუკეთესო პასპორტების რეიტინგებს მხოლოდ უვიზო მიმოსვლის პრაქტიკებით განსაზღვრავენ, Nomad Capitalist-ს ამისთვის ხუთი კრიტერიუმი აქვს:

უვიზო მიმოსვლა - 50%

საგადასახადო პოლიტიკა - 20%

გლობალური აღქმა - 10%

ორმაგი მოქალაქეობის მიღების შესაძლებლობა - 10%

პერსონალური თავისუფლება (პრესის თავისუფლება, სავალდებულო სამხედრო სამსახური...) - 10%

ამ ხუთი კრიტერიუმი მიხედვით 10 უძლიერესი პასპორტის რეიტინგი 2025 წელს ასე გამოიყურება:

  • ირლანდია
  • შვეიცარია
  • საბერძნეთი
  • პორტუგალია
  • მალტა
  • იტალია
  • ლუქსემბურგი
  • ფინეთი
  • ნორვეგია
  • არაბთა გაერთიანებული საამიროები

კომპანიამ რეიტინგში 199 ქვეყანა და ტერიტორია განიხილა, 20 სხვადასხვა წყაროზე დაყრდნობით, როგორებიცაა მსოფლიოს ბედნიერების ანგარიში, გაეროს ადამიანების განვითარების ინდექსი და სხვა.

წყარო


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა