როგორია ქართული კომპანიების აქციების ფასი ლონდონის საფონდო ბირჟაზე
ლონდონის საფონდო ბირჟაზე სამი ქართული კომპანია პოზიციონირებს
მიმდინარე კვირის შედეგები ასეთია:
"საქართველოს ბანკის ჯგუფის" (LION FINANCE GROUP PLC) აქციების ფასი 8.2%-ით შემცირდა. ერთი აქციის ფასი 48.56 გირვანქა სტერლინგს გაუტოლდა. კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია ამჟამად 2.14 მლრდ გირვანქა სტერლინგს აჭარბებს.
TBC Bank Group PLC-ის აქციის ფასი 8.8%-ით შემცირდა.ერთი აქციის ფასი 36.80 გირვანქა სტერლინგია, საბაზრო კაპიტალიზაცია კი 2.068 მლრდ გირვანქა სტერლინგს აჭარბებს.
Georgia Capital PLC-ის აქციების ფასი 10.6%-ით დაეცა. ერთი აქციის ღირებულება 13.66 გირვანქა სტერლინგს უტოლდება. საბაზრო კაპიტალიზაცია, 515 მლნ სტერლინგს აღემატება.
თებერვლის შემდეგ ქართული კომპანიების აქციების ფასი ყველაზე დაბალ ნიშნულზეა.