თეგებით ძიება

რა ჯდება საქართველოში 1 ჰა ვენახის გაშენება?

ეროვნული ბანკის კვლევის მიხედვით, საქართველოში ვენახის ფართობი ყოველ წელს იზრდება, მსოფლიოში კი პირიქით მცირდება.

ალკოჰოლური სასმელების სექტორის კვლევა აჩვენებს, რომ საქართველოში 1 ჰა ვენახის მოვლის საშუალო ხარჯი 8 316 ლარია, საშუალო მოსავლიანობა კი 9.1 ტონაა.

ამასთან, 1 ჰა ვენახის გაშენება 26.4 ათასი ლარი ჯდება, ხოლო საბაზრო ღირებულება 34 ათასი ლარია.

საქართველოში ვენახების ფართობები 2014-2023 წლებში საშუალოდ 2.2%-იანი წლიური ზრდის ტემპით იზრდებოდა და 2023 წელს 48 500 ჰა შეადგინა.

კვლევის თანახმად, სხვა ქვეყნებთან შედარებით, ყურძნის დაბალი მოსავლიანობა საქართველოში შესაძლოა გამოწვეული იყოს იმ მიზეზით, რომ ვენახების საერთო ფართობის უდიდესი ნაწილი - 81% შინამეურნეობების საკუთრებაშია.

საგულისხმოა, რომ ყოველწლიურად მეტ მოსავალს აზღვევენ მევენახეები. გასული წლის მონაცემებით 9 463 ჰა ფართობის ვენახები იყო დაზღვეული. საშუალოდ ერთი ჰექტარი მოსავლის დაზღვევის ღირებულება კი 1 419 ლარს გაუტოლდა, რაც აღემატება 2023 წლის მაჩვენებელს - 1 218 ლარს.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა