თეგებით ძიება

ღამის კლუბის სახურავის ჩამონგრევის შედეგად, 113 ადამიანი დაიღუპა - სად მოხდა შემთხვევა?

დომინიკის რესპუბლიკაში, ცნობილი ღამის კლუბის, Jet Set-ის სახურავის ჩამონგრევის შედეგად, 113 ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას უცხოურ წყაროებზე დაყრდნობით რუსთავი 2 ავრცელებს.

ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, სანტო დომინგოში მდებარე ცნობილ ღამის კლუბში სახურავის ჩამონგრევის დროს, მინიმუმ, 300 ადამიანი იმყოფებოდა.

მედიის ცნობით, სახურავი ღამის 1:00 საათზე, მომღერალ რუბი პერესისა და მისი ორკესტრის გამოსვლის დროს ჩამოინგრა. პერესის ცხედარი შემთხვევის ადგილზე, ოთხშაბათს დილით იპოვეს.

მედიის ინფორმაციით, 33 ცხედრის ვინაობა ამ დრომდე უცნობია.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა