თეგებით ძიება

გლდანში ცხოველთა ახალი თავშესაფარი აშენდება

გლდანში ცხოველთა ახალი თავშესაფრის მშენებლობა იგეგმება. ამის შესახებ ირკვევა ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს გამარტივებული შესყიდვიდან.

ჯამური ღირებულება 1 654 266 ლარს შეადგენს. დოკუმენტების მიხედვით, ადგილზე მოეწყობა საოპერაციო ბლოკი, კრემატორიუმი, ლაბორატორია, ოფისი, ვოლიერებისთვის 3 შენობა, საწყობი, ღამის გასათევი ბაზა და ა.შ.

ინფორმაციისთვის, ცხოველთა თავშესაფრის მშენებლობის შესახებ განცხადება 2024 წელს გავრცელდა. მიწის გადაცემის და სხვა პროცედურები რამდენიმე ეტაპად განხორციელდა. სააგენტომ მისთვის გამოყოფილი თანხა 2025 წლის 31 დეკემბრამდე უნდა აითვისოს.

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო გამარტივებული შესყიდვის საჭიროებას ხსნის იმით, რომ ეტაპობრივმა სამუშაოები დიდი დრო წაიღო, სამშენებლო სამუშაოებისთვის გამოყოფილი თანხის ასათვისებლად კი 10 თვეზე ნაკლები დარჩა.

მათივე ცნობით, ტენდერის გამოცხადების შემთხვევაში შესაძლოა, პროცედურები 2 თვეს კიდევ გაგრძელებულიყო, აქედან გამომდინარე, სააგენტომ გამარტივებული შესყიდვა მოითხოვა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა