თეგებით ძიება

ღამის კლუბის ჭერის ჩამონგრევის შედეგად მსხვერპლთა რაოდენობა 218-მდე გაიზარდა

დომინიკელთა რესპუბლიკაში ღამის კლუბის ჭერის ჩამონგრევის შედეგად მსხვერპლთა რაოდენობა 218-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ქვეყნის საგანგებო ოპერაციების ცენტრის ხელმძღვანელმა, ხუან მანუელ მენდესმა განაცხადა.

ამასთან, მენდესის თქმით, მაშველებმა 189 ადამიანის გადარჩენა შეძლეს. ადგილზე სამაშველო ოპერაცია დასრულებულია.

სამძებრო-სამაშველო სამუშაოებში მონაწილეობდა 300-ზე მეტი მაშველი გაწვრთნილ ძაღლებთან ერთად. ისინი ორი დღის განმავლობაში ნანგრევებს ასუფთავებდნენ. მათ ეხმარებოდნენ მეხანძრე-მაშვლები პუერტო-რიკოდან და ისრაელიდან.

სანტო-დომინგოს პოპულარულ ღამის კლუბში, Jet Set-ში ჭერი ადგილობრივი დროით დაახლოებით ღამის 01:00 საათზე ჩამოინგრა, როდესაც სცენაზე მერენგეს შემსრულებლის რუბი პერესისა და მისი ბენდის წარმოდგენა მიმდინარეობდა.

გარდაცვლილებს შორის არიან თავად მომღერალი, ასევე ბეისბოლის მთავარი ლიგის ორი ყოფილი მოთამაშე.

ამ დროისთვის უცნობია, თუ რა გახდა ჭერის ჩამონგრევის მიზეზი. მთავრობაში განაცხადეს, რომ გამოძიება სამაშველო ოპერაციის დასრულების შემდეგ დაიწყება.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა