თბილისში, ლიფტის შახტში 13 წლის ბიჭი ჩავარდა და დაიღუპა
თბილისში, ავჭალის დასახლებაში, ლიფტის შახტში 13 წლის ბიჭი ჩავარდა და დაიღუპა.
გავრცელებული ინფორმაციით, მოზარდი იაშვილის კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
ამასთან, არსებული ინფორმაციით, კორპუსი, სადაც უბედური შემთხვევა მოხდა, ავარიულია.