ვარდის ყველაზე ცუდი მეზობლები – რომელი 3 მცენარე არ უნდა დარგოთ ბაღის დედოფლთან ახლოს
ვარდზე როგორც არ უნდა იზრუნოთ, შეიძლება ყველაფერი უშედეგო აღმოჩნდეს, თუ „მეზობლებს“ არასწორად შეურჩევთ. არსებობს სამი მცენარე, რომელიც კატეგორიულად ვერ ეგუებიან ვარდს და განვითარებაში ხელს უშლიან.
ვარდისთვის ყველაზე დიდ საფრთხეს დიდი ზომის, წიწვოვანი ხეები და არყის ხე წარმოადგენენ. წიწვოვანები არა მხოლოდ ჩრდილავენ სინათლის მოყვარულ ვარდებს, არამედ ნიადაგის მჟავიანობას ზრდიან, რაც ვარდის ზრდასა და ყვავილობაზე უარყოფითად აისახება. არყის ხეს კი ისეთი ძლიერი ფესვთა სისტემა აქვს, რომ ნიადაგიდან ყველა საკვებ ნივთიერებას ითვისებს, რის გამოც ვარდს ნაკლები რესურსი რჩება.
არდისთვის არასასურველ მეზობლებად მიიჩნევიან ასევე გვიმრები და ჰოსტები. ამ მცენარეებს ჩრდილიანი და ტენიანი გარემო ურჩევნიათ, რაც ვარდისთვის საზიანოა. მსგავსი მეზობლობა აუცილებლად დააზიანებს ერთ-ერთ მცენარეს – ვარდს, ან მის მეზობელს.
ვარდები ისეთ მცენარეებსაც ვერ ეგუებიან, როგორიცაა ევნოთერა, ვერბეინიკი და ფიზოსტეგია. ამ მცენარეებს ძლიერი ფესვოვანი სისტემა აქვთ, რომელიც სწრაფად იზრდება და ვარდს ავიწროვებს. შედეგად, ვარდის სრულფასოვანი განვითარება იზღუდება.