თეგებით ძიება

ოქროს ფასმა კიდევ ერთი რეკორდი მოხსნა - რა ღირს ძვირფასი ლითონი

ოქროს ფასი ზრდას აგრძელებს. საერთაშორისო ბირჟებზე თბილისის დროით 14:00 საათზე ძვირფასი ლითონის ფასმა მორიგი რეკორდი მოხსნა და უნციაზე 3 239 დოლარი შეადგინა.

Gold Price-ის მონაცემების მიხედვით, ოქროს ფასი ბოლო ერთი თვის ჭრილში 6.1%-ით არის გაძვირებული. ამასთანავე, ბოლო ერთი წლის პერიოდში ფასის თითქმის 35%-იანი ზრდა ფიქსირდება.

Trading Economics-ი წერს, რომ ოქროს ფასების ზრდა დაკავშირებულია აშშ-ჩინეთს შორის მიმდინარე ე.წ სავაჭრო ომსა და ესკალაციის მოლოდინებთან.

გამოცემა აღნიშნავს, რომ ამჟამად ორი უდიდესი ეკონომიკის მიერ ერთმანეთისთვის დაწესებული ტარიფები გავლენას მოახდენს დაახლოებით 700 მილიარდი დოლარის ღირებულების საქონელზე, რომელიც ჩინეთსა და ამერიკას შორის ყოველწლიურად ივაჭრება.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა