მხსნელი ქრისტე - უცნობი ფაქტები იესოს ყველაზე ცნობილ ქანდაკებაზე
კორკოვადოს 710 მეტრიან მთაზე ქრისტეს 30 მეტრიანი ქანდაკება რიო-დე-ჟანეიროს ერთ-ერთ სიმბოლოს წარმოადგენს. ის იესოს ყველაზე დიდი ქანდაკება არაა, მაგრამ, ალბათ, ყველაზე მეტად ცნობილია. გთავაზობთ რამდენიმე ფაქტს ქანდაკების შესახებ, რომელიც ბევრმა არ იცის:
1. საიდუმლო კარი ქანდაკების თავზე
ქანდაკების თავში პატარა კარი არსებობს, რომელიც იშვიათად, ტექნიკური მომსახურებისთვის გამოიყენება. კარში მოხვედრა მხოლოდ ტექნიკოსებს შეუძლიათ. ამბობენ, რომ იქიდან ქალაქზე წარმოუდგენლად ლამაზი ხედები იშლება, თუმცა, ჩვეულებრივ დამთვალიერებლებისთვის დახურულია.
2. მეხი და დაზიანება
ცნობილია, რომ ქრისტეს ქანდაკებას მეხი ხშირად ეცემა. 2014 წელს მეხმა ქანდაკებას ხელის ნაწილი მოტეხა. ამის შემდეგ ქანდაკებაზე მეხამრიდები დამონტაჟდა, თუმცა ძლიერი ქარიშხლები მაინც ხშირად აზიანებს.
ბრაზილიელები ცდილობენ, რომ ქანდაკება იგივე ქვით აღადგინონ, რაც თავდაპირვლად იყო გამოყენებული, მაგრამ ეს ქვები დღეს დიდი იშვიათობაა და მათი მოპოვება დღითიდღე რთულდება.
3. თვლიანი დეტალები და ხელით გაკეთებული მოზაიკა
ქანდაკება დაფარულია 6 მილიონზე მეტი ქვის ფილით. ფილების უკანა მხარეს ფილების გამომთლელი ხელოსნების სახელები აწერია.
მსოფლიოში ქრისტეს ყველაზე დიდი ქანდაკება ბრაზილიის ნომერ პირველ ღირშესანიშნაობად მიიჩნევა.
მხსნელი ქრისტე, როგორც მას უწოდებენ, კორკოვადოს მთაზე დგას, რომელიც ზღვის დონიდან დაახლოებით 710 მეტრ სიმაღლეზეა. ქანდაკების გაშლილი ხელების სიგანე 28 მეტრია და ის საერთო ჯამში 635 ტონას იწონის, ანუ თავისუფლების ქანდაკებაზე თითქმის 3-ჯერ მძიმეა.
კვარცხლბეგში, რომელზეც იესო დგას, მდებარეობს ტაძარი, სადაც ერთდროულად 150 ადამიანი ეტევა. ტაძარს ქალაქთან ფუნიკულიორი და 220 საფეხურიანი კიბე აკავშირებს. 2007 წელს ქრისტეს ქანდაკება მსოფლიოს “ახალ შვიდ საოცრებათა” რიცხვში შეიტანეს.