რომელი ქვეყნები ფლობენ ოქროს ყველაზე დიდ რეზერვებს?
გლობალური ცენტრალური ბანკები ტრილიონობით დოლარის ღირებულების ოქროს რეზერვებს ფლობენ, რადგან სახელმწიფოებს ოქრო რისკებისგან თავის დასაზღვევად და პორტფელის დივერსიფიკაციის მიზნით სჭირდებათ. საერთო ჯამში, ცენტრალური ბანკების საკუთრებაში თითქმის 32 ათასი ტონა ოქროა აკუმულირებული, ამ რესურსის საბაზრო შეფასება კი დაახლოებით 2.5 ტრილიონ დოლარს შეადგენს.
სახელმწიფოების მიხედვით ოქროს სტრატეგიული რეზერვის მოცულობის განაწილება ასე გამოიყურება:
1. აშშ
მოცულობა: 8,133 ტონა
შეფასება: $613 მლრდ
2. გერმანია
მოცულობა: 3,353 ტონა
შეფასება: $253 მლრდ
3. იტალია
მოცულობა: 2,452 ტონა
შეფასება: $185 მლრდ
4. საფრანგეთი
მოცულობა: 2,437 ტონა
შეფასება: $184 მლრდ
5. რუსეთი
მოცულობა: 2,333 ტონა
შეფასება: $176 მლრდ