თეგებით ძიება

ახალი სახლები აშენების ნაცვლად, დაიბეჭდება? - როგორ ცვლის 3D ბეჭდვა მშენებლობას

თანამედროვე მშენებლობაში ტექნოლოგიები სწრაფად ვითარდება, ხოლო ერთ-ერთი ყველაზე ინოვაციური მიმართულება 3D პრინტერით ბეჭდვაა. ეს ტექნოლოგია  სპეციალური 3D პრინტერის მეშვეობით, ნამდვილი, მდგრადი სამშენებლო მასალების შექმნის საშუალებას იძლევა .

როგორ მუშაობს 3D ბეჭდვა მშენებლობაში?

Закулисье строительства / Источник: mirbetona.info

პირველ რიგში, კომპიუტერში იქმნება სამგანზომილებიანი ციფრული მოდელი – სახლის ან სხვა ნაგებობის ზუსტი დიზაინი. შემდეგ ეს მოდელი იტვირთება 3D პრინტერში, რომელიც შენობას ფენა-ფენა „ბეჭდავს“, ისევე როგორც ჩვეულებრივი პრინტერი ბეჭდავს ფურცელზე, ოღონდ ვერტიკალურად და სამშენებლო მასალის გამოყენებით.

უპირატესობები:

სიჩქარე – 3D პრინტერით სახლის აშენება შესაძლებელია რამდენიმე დღეში, მაშინ როცა ტრადიციული მეთოდით მშენებლობას შეიძლება თვეები დასჭირდეს.

მასალების დაზოგვა – მშენებლობისთვის საჭირო მასალის რაოდენობას უფრო ზუსტად ანგარიშობენ, რის შედეგადაც ნარჩენები მინიმუმამდე მცირდება.

დიზაინი – პრინტერს შეუძლია ისეთი ფორმები დაბეჭდოს, რომლებიც ტრადიციული მეთოდებით რთული და ძვირი შესასრულებელი იქნებოდა.

მდგრადობა – ხშირად გამოიყენება ეკოლოგიურად უსაფრთხო მასალები, რაც გარემოს დაზიანებას ამცირებს.

ეკონომიურობა - ნაკლები მუშახელია საჭირო და მასალაც ნაკლები იხარჯება. დუბაიში დაბეჭდეს ოფისი, რომელიც 140,000 დოლარი დაჯდა და მის შექმნაზე მხოლოდ 19 ადამიანი მუშაობდა.

შეიძლება დაბეჭდო ყველაფერი. 3D პრინტერს შეუძლია ნებისმიერი ფორმის სახლის აშენება. აღარ ხარ შეზღუდული სტანდარტული პროექტებით – შეგიძლია ექსპერიმენტიც გაბედო.

ყველაფერი ხდება ზუსტად პროექტის მიხედვით. პრინტერი არ იღლება, არ უშვებს შეცდომებს და არც არაფრის დაზოგვას ცდილობს – შესაბამისად, მშენებლობის ხარისხიც ყოველთვის მაღალია.

მასალები ხელმისაწვდომი და ეკოლოგიურია. მშენებლობისას ნაკლები მავნე ნივთიერება გამოიყოფა და პლანეტის რესურსებიც უფრო ეფექტურად გამოიყენება.

Еще немного 3D-закулисья / Источник: vektorus.ru

ახლა გადავიდეთ ნაკლოვანებებზე:

უზარმაზარი სახლის დაბეჭდვა ერთიანად შეუძლებელია. ამისთვის გიგანტური პრინტერია საჭირო, რაც ძვირი და მოუხერხებელია. ჩინეთში კი დაბეჭდეს ხუთსართულიანი სახლი, მაგრამ ცალკეულ ნაწილებად.

სახლს სჭირდება დამუშავება. პრინტერი მხოლოდ კედლებს ბეჭდავს. მოგვიანებით საჭიროა თბოიზოლაცია, კარ-ფანჯრების დაყენება, გადახურვა. ასევე, საძირკველი წინასწარ უნდა გაკეთდეს. მთლიანად დაბეჭდილი სახლი ჯერჯერობით შეუძლებელია.

პრინტერს არ უყვარს სიცივე. მართალია, შეუძლია მუშაობა ყინვაში, მაგრამ ნარევი, რომლითაც სახლი იბეჭდება, იყინება. ამიტომ ბეჭდვისთვის საუკეთესო დრო თბილი სეზონია. 

Процесс создания дома с помощью 3D-принтера / Источник: specavia.pro

როგორ ბეჭდავენ სახლებს?

სამშენებლო პრინტერები სხვადასხვა მასალას იყენებენ, თუმცა ყველაზე გავრცელებულია ბეტონი. გარდა ამისა, გამოიყენება გოგირდი, კირის ქვა, ქვიშა და თიხაც კი.

პროცესი ასე გამოიყურება:

1. ჯერ კომპიუტერზე ქმნიან მომავალი სახლის პროექტს. ამ ეტაპზე უმნიშვნელოვანესია ყველა დეტალის გათვალისწინება და მობინადრეების სურვილების ჩართვა.

2. შემდეგ სამშენებლო მოედანზე მიაქვთ პრინტერი და ამაგრებენ უკვე ჩამოყალიბებულ საძირკველზე.

3. სპეციალური პროგრამის მეშვეობით პრინტერი იწყებს მასალის ფენა-ფენა ამოწურვას – თითქოს სახლს ჰაერში „ხატავს“.

4. კედლების ამოყვანისა და სახურავის გადახურვის შემდეგ, შიგნიდან ხდება სივრცის შევსება, წინასწარ შედგენილი გეგმის მიხედვით.

3D პრინტერით უკვე აშენდა საცხოვრებელი სახლები, სკოლები, სოციალური სახლები და დროებითი თავშესაფრები სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის ნიდერლანდებში, მექსიკაში, აშშ-ში და ინდოეთში. ამ ტექნოლოგიას ასევე აქტიურად იკვლევენ, როგორც მომავალში მთვარესა და მარსზე შესაძლო შენობების აგების საშუალებას.

 

Японский стартап Serendix осуществляет услугу по строительству дома за двое суток. На изображении один из примеров / Источник: archdaily.com


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა