საქართველოში ცხოვრების ხარისხი ყველაზე დაბალი ლენტეხსა და ცაგერშია
საქართველოს მუნიციპალური ცხოვრების ხარისხის ინდექსის თანახმად, საქართველოში ცხოვრების ხარისხი ყველაზე დაბალი ლენტეხში, ცაგერსა და მარნეულშია.
ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის ახალი ინდექსი ზომავს და ადარებს ცხოვრების ხარისხსა და დონეს მუნიციპალიტეტებს შორის. 2023 წლის საბაზისო მონაცემებზე დაფუძნებულმა ინდექსმა გამოავლინა მნიშვნელოვანი განსხვავებები მუნიციპალიტეტებს შორის.
ინდექსი მერყეობს უმაღლესი 0.67-დან, რომელიც თბილისმა მიიღო, უმცირეს 0.28-მდე, რომელიც ლენტეხის მუნიციპალიტეტში დაფიქსირდა. უფრო დეტალურად, ყველაზე დაბალი ცხოვრების ხარისხის ინდექსი შემდეგ მუნიციპალიტეტებშია:
ლენტეხი - 0.28
ცაგერი - 0.29
მარნეული - 0.32
მარტვილი - 0.32
ხულო - 0.32
ბაღდათი - 0.33
ამბროლაური - 0.34
წალენჯიხა - 0.35
შუახევი - 0.35
ონი - 0.36
ინდექსში თბილისის მაჩვენებელი მნიშვნელოვნად მაღალია, მას მოსდევს ბათუმი, დანარჩენ მუნიციპალიტეტებს შორის განსხვავებები კი შედარებით უმნიშვნელოა. საშუალო ინდექსის მაჩვენებელი 0.40-ს შეადგენს, 22 მუნიციპალიტეტში ფიქსირდება საშუალოზე მაღალი მაჩვენებელი, ხოლო 38 მუნიციპალიტეტში – საშუალოზე დაბალი.