თეგებით ძიება

წყალი 15 საათით შეწყდება - ნახეთ, ქუჩების ჩამონათვალი

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ წყალმომარაგების შეზღუდვაზე განცხადებას ავრცელებს და მოსახლეობას აფრთხილებს.

„16 აპრილს, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი, კრწანისი რაიონში, კრწანისის ქუჩაზე წყალმომარაგების სტაბილურობისთვის ქსელზე აუცილებელ ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს.

აღნიშნულთან დაკავშირებით აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც ხვალ, 16 აპრილს 10:00 საათიდან 17 აპრილის 01:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:

კრწანისი რაიონში:

კრწანისის II შესახვევი; კრწანისის N 47-89 (კენტებს), N 56-98 (ლუწებს); კრწანისის II ჩიხს; გრიგოლ ვოლსკის, ალიოშა ჯაფარიძის, ორთაჭალის N 60-134 (ლუწებს), N 67-131 (კენტებს), წინანაურის ქუჩებს, წინანაურის II ქუჩას და ნადიკვრის III ქუჩას.

ხვალ, 16 აპრილს, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი, დიდუბის რაიონში, თ.მღვდლის ქ. და სადგურის მოედნის კვეთაზე, წყალმომარაგების სტაბილურობისთვის ქსელზე აუცილებელ ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს.

აღნიშნულთან დაკავშირებით აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც ხვალ, 16 აპრილს 23:00 საათიდან 17 აპრილის 14:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:

დიდუბის რაიონში:

ვაგზლის მოედანი 2, გოგოლის N 14-34 (ლუწებს) თამარ მეფის N 33; თევდორე მღვდლის N 3,5,7 ქუჩებს.

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის“, - ნათქვამია ინფორმაციაში.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა