თეგებით ძიება

მეტროს მესამე ხაზი - დიდი ნაბიჯი თბილისისთვის უკეთესი მომავლისკენ

თბილისის სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა შესაძლოა უახლოეს წლებში საგრძნობლად შეიცვალოს — დედაქალაქის მერია მესამე მეტროს ხაზის პროექტზე მუშაობას იწყებს. ახალი ხაზი დიდუბიდან რუსთაველის მიმართულებით ვაკესა და საბურთალოს უბნებს გაივლის და 7 სადგურს მოიცავს. პროექტის მთავარი მიზანი არსებულ სატრანსპორტო დატვირთვის განტვირთვა და სადგურის მოედნის გადატვირთული ქსელის შემცირებაა.

მეტროს მესამე ხაზის პროექტის მთავარი მიზანი არსებულ ხაზებს შორის ძირითადი გადასაჯდომი წერტილის, „სადგურის მოედნის“ განტვირთვაა. ამ მიზნის მისაღწევად „დიდუბის“, „რუსთაველისა“ და „სამედიცინო უნივერსიტეტის“ სადგურებზე მესამე ხაზზე გადასასვლელი ინფრასტრუქტურა მოეწყობა.

მესამე ხაზს მატარებლების შემადგენლობით „ნაძალადევის“ ელდეპო მოემსახურება. პროექტის მიხედვით, გათვალისწინებულია მესამე ხაზიდან მეორე (,,სადგურის მოედანი 2’’ — ,,სახელმწიფო უნივერსიტეტი’’) ხაზზე გადასვლის შესაძლებლობა, აქედან კი მოძრავი შემადგენლობა „ელდეპო ნაძალადევში’’ გადასვლას „წერეთელი“ - „ელდეპოს“ დამაკავშირებელი გვირაბით შეძლებს. უნდა მოეწყოს სამანევრო ჩიხებიც — „დიდუბე 2“ და „რუსთაველი 2“.

მესამე ხაზის საორიენტაციო სიგრძე 8,5 კმ.-ია და 7 სადგურს მოიცავს: დიდუბე 2, გამოფენა, სამედიცინო უნივერსიტეტი 2, ცენტრალური პარკი, ვაკის პარკი, ვაკე, რუსთაველი 2.

პროექტი 7 წელში უნდა განხორციელდეს, მთლიანი ბიუჯეტი კი 180 მილიონი დოლარია და 2026-2028 წლებზეა გადანაწილებული. აქედან 40 მლნ დოლარის ათვისება პირველ წელს მოხდება, შემდეგ ორ წელზე კი თანაბრად, 70-70 მლნ დოლარია გაწერილი.

თბილისის სატრანსპორტო კომპანიის გეგმებს ჰყავს მოწინააღმდეგეებიც და მომხრეებიც. ბევრი ადამიანი პროექტის განხორციელებას აუცილებელ საჭიროებად მიიჩნევს, ნაწილი კი სკეპტიკურად უყურებს და მისი განხორციელება ურბანული განვითარების ასეთ პირობებში, როდესაც თბილისი გადაჭედილია ქაოსური მშენებლობებით, წარმოუდგენლადაც კი მიაჩნია.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა