თეგებით ძიება

ნამდვილი პასკის მარტივი რეცეპტი

პასკის ცხობა ოჯახური ტრადიციაა, რომელსაც განსაკუთრებული სითბოთი და სიყვარულით ეკიდებიან. ბევრი ოჯახი სააღდგომო სამზადისს პასკის ცხობით იწყებს და სწორედ მისი არომატი ქმნის სახლში განსაკუთრებულ სააღდგომო ატმოსფეროს.

პასკის გამოსაცხობად დაგჭირდებათ: 

ცუკატები ან გარგრის ჩირი - 100 გრ

კონიაკი, რომი, ფორთოხლის წვენი - 100 მლ.

ცომი:

თბილი რძე - 160 მლ.

ნედლი საფუარი - 25 გრ. ან მშრალი - 10 გრ.

შაქარი - 50 გრ. + 150 გრ. - სულ 200 გრ.

კვერცხის გული - 5 ცალი,

1 ფორთოხლის ცედრა,

მწიკვი მარილი,

ვანილი ან ვანილის შაქარი გემოვნებით,

ფქვილი 450გრ.

კარაქი (რბილი) - 100 გრ.

მინანქრისთვის:

ჟელატინი - 2 სავსე ჩაის კოვზი, 

წყალი - 2 ს.კ. + 4 ს.კ. 

შაქარი - 180 გრ.

მომზადების წესი:

დავიწყოთ ცუკატების დალბობით. შეგიძლიათ 100 გრ. ცუკატები 2-3 საათის განმავლობაში, კონიაკში, რომში, ფორთოხლის წვენში ან უბრალოდ, წყალში დაალბოთ. 

ჯამში ჩაასხით 160 მლ. თბილი რძე და დაამატეთ 50 გრ. შაქარი. ახლა დაამატეთ 25 გრ. უმი საფუარი ან 10 გრ. მშრალი საფუარი და კარგად აურიეთ, სანამ შაქარი და საფუარი არ გაიხსნება. მიღებული მასა დაახლოებით 15 წუთი დატოვეთ, რომ საფუარი გააქტიურდეს.

მიქსერის ჯამში ჩაყარეთ 150 გრ შაქარი 5 კვ, კვერცხის გული, ვანილი და მრიკვი მარილი. ამასობაში საფუარი გააქტიურდა. დაამატეთ კვერცხიან მასას გააქტიურებული საფუარი, 1 ფორთოხლის ცედრა, ყველაფერი კარგად აურიეთ და 350 გრ. გაცრილი ფქვილი დაამატეთ. ცომი დაახლოებით 5 წუთი ზილეთ.

ახლა ცომს 100გრ დარბილებული კარაქი და 50 გრ. ფქვილი დაამატეთ და ცომი დაახლოებით 10 წუთი ზილეთ.

ცომი თბილ ადგილზე 2 საათი დატოვეთ.

დამბალი ცუკატები ან ჩირი თუშფალანგზე გადაიტანეთ, რომ ზედმეტი სითხე მოსცილდეს. ამის შემდეგ 50 გრ. ფქვილი მოაყარეთ და აურიეთ.

ამოსულ ცომს ცუკატები ან გარგარის ჩირი დაამატეთ და აურიეთ.

ცომი ფორმებში გადაიტანეთ. ამ რაოდენობის ინგრედიენტებისგან დაახლოებით 1,1 კგ. ცომს მიიღებთ. ფორმებში გადატანილი  ცომი 1 საათით თბილ ადგილზე დატოვეთ, შემდეგ კი 180 გრადუსზე გაცხელებულ ღუმელში დაახლოებით 25-30 წუთის განმავლობაში აცხვეთ. 

-29

პასკები მზადაა.

მინანქარი შაქრის სიროფითა და ჟელატინით უნდა მოამზადოთ. ჯამში ჩაყარეთ 2 ჩ/კ. ჟელატინი, დაამატეთ 2 ს/კ. წყალი და დაახლოებით 10-15 წუთი დატოვეთ, რომ გაფუვდეს.

180 გრ შაქარს დაასხით 4 ს/კ წყალი და ცეცხლზე დადგით. სიროფი 1,5 წუთი ადუღეთ, გაზქურიდან გადმოდგით და ჯამში გადაასხით. სიროფი დაახლოებით, 70 გრადუსამდე გააგრილეთ (2-3 წუთი საკმარისია). გაფუებული ჟელატინი დაამატეთ და მიქსერის მაღალი სიჩქარით ათქვიფეთ, სანამ ფუმფულა მინანქარს არ მიიღებთ.  როგორც წესი, ამას 2-3 წუთი სჭირდება. 

მინანქარი მალე გამაგრდება, ამიტომ პასკებს სწრაფად უნდა წაუსვათ. ბედნიერ აღდგომას გისურვებთ. 


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა