„მცურავი ტყე“ - ბრიტანული სატვირთო გემის უჩვეულო ისტორია
თქვენს წინაშეა ფოტო, რომელზეც ოდესღაც მოქმედი ბრიტანული სატვირთო გემი - SS Ayrfield მოჩანს. 1911 წელს აგებულ გემს საინტერესო და საკმაოდ უჩვეულო ისტორია აქვს. თავდაპირველად მას ტვირთების გადასაზიდად იყენებდნენ, მეორე მსოფლიო ომის კი დროს გადააკეთეს და სამხედრო მოსამსახურეები გადაჰყავდათ.
ომის დასრულების შემდეგ SS Ayrfield კიდევ მრავალი მიზნით იყენებდნენ, თუმცა 1972 წელს როგორც მოძველებული და უსარგებლო, სიდნეის პორტის ნადგომში, მდინარე პარამატას შესართავთან მიატოვეს და დღემდე იმავე ადგილას დგას.
დროთა განმავლობაში, 1140 ტონიანი გემი ნელ-ნელა ბალახებმა და ბუჩქებმა დაფარეს. მალე გემბანზე მანგოს ხეებმა დაიწყო ზრდა და სრულიად ახალი ეკოსისტემა ჩამოყალიბდა.
წლების განმავლობაში მანგოს ხეების სიმაღლემ 20 მეტრს გადააჭარბა. დღეისთვის გემბანზე გაუვალი ტყე ხარობს, რომელიც სხვადასხვა ცხოველისა და ფრინველის თავშესაფრად იქცა. 114 წლის გემს დღეს SS Ayrfield -ის სახელოთ არავინ მოიხსენიებს, რადგან ის ყველასთვის „მცურავი ტყე“ გახდა.
ბუნებრივია, რომ საუკუნის განმავლობაში გემი ძალიან დაიჟანგა, თუმცა სიძველისა და მნიშვნელოვანი დატვირთვის მიუხედავად, არ გადაბრუნებულა და წყალში მყარად დგას.
„მცურავი ტყე“ ერთგვარ ადგილობრივ ღირსშესანიშნაობად იქცა, რომელიც ტურისტებს და ფოტოგრაფებს მთელი მსოფლიოდან იზიდავს, მათი თქმით, გემი განსაკუთრებით შთამბეჭდავად საღამოსა და ღამით გამოიყურება და ბეტონის ჯუნგლებში ჩაკარგულ საიდუმლო კუნძულს ჰგავს.