მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული სახლი და მისი საოცარი ამბები
2025 წლის მონაცემებით, მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებულ სახლად ბუკინგემის სასახლე (Buckingham Palace) ითვლება, რომელიც ლონდონში მდებარეობს და ბრიტანეთის მონარქის ოფიციალური რეზიდენციაა. მისი სავარაუდო ღირებულება დაახლოებით 4.9 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს .
ბუკინგემის სასახლის ძირითადი მახასიათებლები:
ოთახების რაოდენობა: 775, მათ შორის 52 სამეფო და სტუმრის საძინებელი, 78 აბაზანა, 92 ოფისი და 19 სახელმწიფო დარბაზი .
ფართობი: დაახლოებით 828,000 კვადრატული ფუტი.
სასახლე 1703 წელს აშენდა და მას შემდეგ არაერთი გაფართოება და რეკონსტრუქცია განიცადა.
ბუკინგემის სასახლე პატარა ქალაქივითაა. მას პოლიციის შენობა, ჰოსპიტალი, კინოთეატრი, თეატრი, ეკლესია, ბანკომატის აპარატი, რომელიც ექსკლუზიურად მხოლოდ სამეფო ოჯახის საჭიროებისთვის არის განკუთვნილი, საცურაო აუზი, 2 სპორტული კლუბი, ბაღი და ტბა აქვს. სასახლის 600 ოთახში 400-მდე ადამიანი მუშაობს. ამათგან 2 ადამიანს უჩვეულო სამუშაო აქვს - ისინი ბუკინგემის სასახლის 300 საათს უვლიან.
ცნობილია მიწისქვეშა გვირაბების არსებობს შესახებ, რომლებიც ინგლისის მთავარ სასახლეს პარლამენტის შენობასთან და კლარენს – ჰაუსთან აკავშირებს
სასახლის მშენებლობა 1703 წელს დასრულდა. თავდაპირველად ეს არქიტექტურული კომპლექსი ბუკინგემის ჰერცოგს- ჯონ შეფილდს ეკუთვნოდა. შენობა მხოლოდ 1761 წელს იქნა მეფე ჯორჯ III-ის კერძო საკუთრებად ქცეული, ხოლო ინგლისის მეფეების ოფიციალურ რეზიდენციად ის მხოლოდ 1837 წლიდან იქცა.
დამკვიდრებული ტრადიციის თანახმად, ტურისტებს სასახლის ტერიტორიაზე შესვლის უფლება ყოველწლიურად ზაფხულის ბოლოს და შემოდგომის დასაწყისში ეძლევათ. ეს შთამბეჭდავი ექსკურსია, შენობის მხოლოდ მცირე ნაწილის დათვალიერების შესაძლებლობას იძლევა. არცერთ უბრალო მოკვდავს არ აქვს უფლება ნახოს სასახლის საიდუმლო კუთხეები და მისი მრავალი საიდუმლო გასასვლელი და ოთახები! მაგრამ ზოგჯერ ყველაზე მკაცრი წესებიც კი ირღვევა.
1982 წელს ბუკინგემის სასახლეში, დედოფალ ელისაბედ II-სთან შეღწევა ფსიქიკური პრობლემების მქონე მაიკლ ფეგანმა შეძლო. ფეგანი სასახლეში ფანჯრიდან შეიპარა. ყველასთვის შეუმჩნეველი რომ ყოფილიყო, ფეხსაცმელი გაიხადა და დერეფანში ხეტიალის შემდეგ, დედოფლის საძინებელშიც აღმოჩნდა.
ელისაბედ II ლოგინში იწვა, თუმცა არ ეძინა. უცხო მამაკაცის დანახვაზე მან ყვირილი დაიწყო და დაცვის გამოსაძახებელ ღილაკსაც დააჭირა, თუმცა არავინ უპასუხა. ამის შემდეგ დედოფალი ტელეფონით სასახლის დაცვას დაუკავშირდა. ისინი დედოფალთან 6 წუთში მივიდნენ. ამ ხნის განმავლობაში ფეგანი დედოფლის ოთახში იმყოფებოდა.
როდესაც ფეგანი სამართალდამცველებმა დააკავეს, ის ამტკიცებდა, რომ დედოფალი უყვარდა და სურდა მისი ნახვა, შემდეგ კი ჩვენება შეცვალა და განაცხადა, რომ მას სურდა, დედოფალს მისთვის მოესმინა.
მიუხედავად იმისა, რომ ბუკინგემის სასახლი გაყიდვას არავინ გეგმავს, მისი ისტორიული მნიშვნელობა და არქიტექტურული სიდიადე მას მსოფლიო უძრავი ქონების ბაზარზე უპრეცედენტო ღირებულებას ანიჭებს.