თეგებით ძიება

18 კანონში ცვლილება შედის - როგორი წესები იმოქმედებს უცხო ქვეყნის მოქალაქეებთან დაკავშირებით

უცხო ქვეყ­ნის მო­ქა­ლა­ქე­ებ­თან და­კავ­ში­რე­ბით მთავ­რო­ბის მიერ მომ­ზა­დე­ბუ­ლი სა­კა­ნონ­მდებ­ლო ცვლი­ლე­ბა­თა პა­კე­ტი პარ­ლა­მენ­ტში ინი­ცი­რე­ბუ­ლია.

ცვლი­ლე­ბა 18 კა­ნონ­ში შე­დის, რო­მელ­თა შო­რის არის: - “სა­ერ­თა­შო­რი­სო დაც­ვის შე­სა­ხებ“ კა­ნო­ნი, “უცხო­ელ­თა და მო­ქა­ლა­ქე­ო­ბის არმ­ქო­ნე პირ­თა სა­მარ­თლებ­რი­ვი მდგო­მა­რე­ო­ბის შე­სა­ხებ“ კა­ნო­ნი, “სის­ხლის სა­მარ­თლის სფე­რო­ში სა­ერ­თა­შო­რი­სო თა­ნამ­შრომ­ლო­ბის შე­სა­ხებ“ კა­ნო­ნი, “სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­თა და სა­ქარ­თვე­ლო­ში მცხოვ­რებ უცხო­ელ­თა რე­გის­ტრა­ცი­ის, პი­რა­დო­ბის (ბი­ნად­რო­ბის) მოწ­მო­ბი­სა და სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქის პას­პორ­ტის გა­ცე­მის წე­სის შე­სა­ხებ“ კა­ნო­ნი. ასე­ვე ცვლი­ლე­ბე­ბი შე­დის “პო­ლი­ცი­ის შე­სა­ხებ“ კა­ნონ­ში, “ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ სა­მარ­თალ­დარ­ღვე­ვა­თა კო­დექსში“, “სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექსსა“ და სხვა კა­ნო­ნებ­ში.

სა­კა­ნონ­მდებ­ლო ინი­ცი­ა­ტი­ვა ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ მო­ამ­ზა­და. უწყე­ბის ცნო­ბით, ცვლი­ლე­ბე­ბის მი­ზა­ნია არა­ლე­გა­ლურ მიგ­რა­ცი­ას­თან ბრძო­ლა, თავ­შე­საფ­რის პრო­ცე­დუ­რის ბო­რო­ტად სარ­გებ­ლო­ბის პრე­ვენ­ცია, უცხო­ე­ლის­თვის ან მო­ქა­ლა­ქე­ო­ბის არმ­ქო­ნე პი­რის­თვის სა­ერ­თა­შო­რი­სო დაც­ვის მი­ნი­ჭე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი რე­გუ­ლა­ცი­ე­ბის დახ­ვე­წა.

პარ­ლა­მენ­ტში გან­სა­ხილ­ვე­ლად წარ­დგე­ნი­ლი ცვლი­ლე­ბე­ბის მი­ხედ­ვით:

  • “სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექსს“ სას­ჯე­ლის ახა­ლი სახე - უცხო­ე­ლის სა­ქარ­თვე­ლო­დან გა­ძე­ვე­ბა და გან­სა­ზღვრუ­ლი ვა­დით სა­ქარ­თვე­ლო­ში შე­მოს­ვლის აკ­რძალ­ვა ემა­ტე­ბა;
  • “ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ სა­მარ­თალ­დარ­ღვე­ვა­თა კო­დექსს“ ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი სახ­დე­ლის ახა­ლი სახე − უცხო­ე­ლის სა­ქარ­თვე­ლო­დან გა­ძე­ვე­ბა და უცხო­ე­ლის სა­ქარ­თვე­ლო­ში შე­მოს­ვლის აკ­რძალ­ვა ემა­ტე­ბა;
  • იზ­რდე­ბა ჯა­რი­მე­ბი იმ უცხო­ე­ლე­ბი­სათ­ვის, რომ­ლებ­მაც სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ყოფ­ნის წე­სე­ბი და­არ­ღვი­ეს;
  • მარ­ტივ­დე­ბა ქვე­ყა­ნა­ში არა­ლე­გა­ლუ­რად მყოფ უცხო­ელ­თა გა­ძე­ვე­ბის პრო­ცე­დუ­რა.
  • ამას­თან, რო­გორც ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო გან­მარ­ტავს, თავ­შე­საფ­რის პრო­ცე­დუ­რის ბო­რო­ტად სარ­გებ­ლო­ბის პრე­ვენ­ცი­ის მიზ­ნით:
  • ინერ­გე­ბა თავ­შე­საფ­რის გან­ხილ­ვის დაჩ­ქა­რე­ბუ­ლი პრო­ცე­დუ­რა იმ უცხო­ე­ლე­ბი­სათ­ვის, რომ­ლებ­მაც თავ­შე­სა­ფა­რი ქვე­ყა­ნა­ში შე­მოს­ვლი­დან 1 თვის ვა­და­ში არ მო­ი­თხო­ვეს;
  • ინერ­გე­ბა ახა­ლი მე­ქა­ნიზ­მი, რომ­ლის თა­ნახ­მად, სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხელ­მწი­ფო სა­ზღვარ­ზე, უცხო­ე­ლის სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ა­ზე შე­მოშ­ვე­ბის გა­რე­შე, მოხ­დე­ბა თავ­შე­საფ­რის გან­ხილ­ვა, თუ უცხო­ე­ლის ქვე­ყა­ნა­ში შე­მოს­ვლა სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბას უქ­მნის საფრ­თხეს;
  • მცირ­დე­ბა თავ­შე­საფ­რის გან­ხილ­ვი­სა და გა­სა­ჩივ­რე­ბის ვა­დე­ბი;
  • ინერ­გე­ბა მი­ღე­ბუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბის ჩა­ბა­რე­ბის გა­მარ­ტი­ვე­ბუ­ლი (ელექტრო­ნუ­ლი) წესი, რაც შს სა­მი­ნის­ტროს ცნო­ბით, გა­სა­ჩივ­რე­ბის ვა­დე­ბის კონ­ტროლს მნიშ­ვნე­ლოვ­ნად შე­უ­წყობს ხელს;
  • შე­ი­ზღუ­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში ბი­ნად­რო­ბის ნე­ბარ­თვა გა­ცე­მა იმ უცხო­ელ­ზე, რომ­ლის მი­მარ­თაც და­წყე­ბუ­ლია გა­ძე­ვე­ბის სა­კი­თხის შეს­წავ­ლა ან მი­ღე­ბუ­ლია გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მისი სა­ქარ­თვე­ლო­დან გა­ძე­ვე­ბის შე­სა­ხებ.

სა­კა­ნონ­მდებ­ლო ცვლი­ლე­ბა­თა პა­კე­ტი გან­სა­ხილ­ვე­ლად პარ­ლა­მენ­ტის კო­მი­ტე­ტებს გა­და­ე­ცა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა