თეგებით ძიება

7 შეცდომა კერძო სახლის მშენებლობის დროს, რომლებსაც ადამიანები ყველაზე ხშირად უშვებენ

ბოლო დროს კერძო სახლების მშენებლობა ძალიან პოპულარული გახდა, თუმცა, ბევრი  ადამიანი პროექტირების ეტაპზე ერთი და იგივე შეცდომას უშვებს. აი, რამდენიმე ყველაზე გავრცელებული შეცდომა:

1. სამშენებლო მასალების ხელმომჭირნედ ხარჯვა

სახლის მშენებლობის დროს პირველი, რაც არავითარ შემთხვევაში არ უნდა გააკეთოთ, ეს სამშენებლო მასალების ხელმომჭირნედ ხარჯვაა. თუ ბიუჯეტი შეზღუდულია, ჯობია  მშენებლობა დროებით შეწყვიტოთ და მოიცადოთ. სხვა  შემთხვევაში, თქვენი შეცდომა პირველივე ცივ სეზონზე თავს შეგახსენებთ. გახსოვდეთ გამონათქვამი – „ძუნწი ორჯერ იხდის“. საბოლოოდ ფულს მაინც დაკარგავთ გათბობის გაზრდილი ხარჯების გამო.

Не стоит экономить на материалах. /Фото: Pinterest.

2. „ცალკე“ ოთახები

კერძო სახლის პროექტირების დროს, ბევრი ადამიანი ამბობს, რომ სჭირდება ცალკე  სტუმრების ოთახი, გასართობი ოთახი, სავარჯიშო სივრცე და ა.შ. უმჯობესია მსგავსი ოთახების იდეაზე თავიდანვე უარი თქვათ, თუნდაც სახლის ბიუჯეტი და ფართობი ამის საშუალებას გაძლევდეთ. რატომ? გამოცდილება გვაჩვენებს, რომ ასეთი ოთახების უმეტესობა უმოქმედოა,  თუმცა გათბობა და დასუფთავება სჭირდება. ასეთი „ცალკე“ ოთახების ძირითად სივრცეებთან ინტეგრირება და მათი ფუნქციების შეთავსება სრულიად შესაძლებელია. 

А нужна ли вам та самая гостиная? /Фото: pech.ru.

3. ჭერის სიმაღლე

ჭერის სიმაღლეზე ფულის დაზოგვა არ ღირს. კერძო სახლში ჭერის სიმაღლე 2.7 მეტრზე ნაკლები არ უნდა იყოს. რა თქმა უნდა, მაღალი ჭერი გარკვეულ ხარჯებთანაა დაკავშირებული, სამაგიეროდ,  ყოველდღიურად ისიამოვნებთ სივრცის შეგრძნებით და თავისუფლად სუნთქვით. Чем выше - тем лучше. /Фото: houzz.ru.

4. საკუჭნაოს არარსებობა

სამზარეულო, რომელსაც საკუჭნაო არ ახლავს  ერთ-ერთი ყველაზე დიდი შეცდომაა, რომელიც შეიძლება სახლის დაპროექტებისას დაუშვათ. თანდათან მატულობს იმ ადამიანების რიცხვი, რომლებსაც მაღაზიებში ყოველდღიურად სიარული არ სურთ და  პროდუქტებს იმარაგებენ. დიდი რაოდენობით პროდუქტის შენახვისთვის კი საკუჭნაოს არსებობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. მთავარია, რომ ის  ახლოს, ხელმისაწვდომ მანძილზე იყოს სამზარეულოსთან. 

Выделите комнату под кладовку. /Фото: mydecorative.com.

5. გარდერობის არარსებობა

ზოგი ოთახისგან განსხვავებით, გარდერობის არსებობა ნამდვილად აუცილებელია. ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის შესანახი ცალკე სივრცე კერძო სახლს გაცილებით კომფორტულს და სასიამოვნოს გახდის. გარდერობის ოთახი დაგეხმარება საცხოვრებელი ოთახების ფართობის რაციონალურად გამოყენებაში – ნაწილობრივ ან სრულად გათავისუფლდება სივრცე მასიური კარადებისგან. მაგალითად, საძინებელში საკმარისი იქნება პატარა კარადა თეთრეულისა და მსუბუქი ტანსაცმლისთვის.

Не скупитесь на гардероб. /Фото: southlakeavenue.org.

6. ერთი ტუალეტი

თუნდაც სახლი ერთსართულიანი იყოს, მასში სულ მცირე, ორი ტუალეტი მაინც უნდა იყოს. მით უმეტეს, თუ სახლში ერთი ადამიანი კი არა, მთელი ოჯახი ცხოვრობს. გახსოვდეთ, რომ არაფერი ისე არ ანგრევს ოჯახურ იდილიას, როგორც დილის რიგი ტუალეტთან! ასეთი რიგში დგომას ყოველთვის ნერვიულობა და  იმის შეხსენება ახლავს რომ „ყველაზე მეტად ეჩქარება“. ორსართულიან სახლებში კი ორი ტუალეტი სავალდებულოა – განსაკუთრებით, თუ ოჯახში უფროსი ასაკის ადამიანები ცხოვრობენ.

Туалетов должно быть минимум два. /Фото: vashposelok.ru.

7. სახლის არასწორი ზომა

რა თქმა უნდა, სახლი ასანთის კოლოფს არ უნდა ჰგავდეს, სადაც თაგვი კუდს ვერ მოიქნევს, მაგრამ არც მეორე უკიდურესობაში უნდა გადავარდეთ და უზარმაზარი სასახლე წამოჭიმოთ. დიდი ფართობი ბევრ პრობლემას ქმნის – პირველ რიგში, მას მეტი გათბობა სჭირდება, რაც ძვირი ჯდება. ასევე, ასეთი სახლის რემონტი და მოვლა გაცილებით მეტ ხარჯს მოითხოვს და რაც ყველაზე უსიამოვნოა – დიდი სახლის დალაგება რთულია, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ოთახების უმეტესობას თითქმის არასდროს იყენებ.

Слишком большой дом - плохо. /Фото: pinterest.com.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა