თეგებით ძიება
25. 04. 2025 ისტორია

23 წელი თბილისის ცნობილი მიწისძვრიდან

თბილისის ცნობილი მიწისძვრიდან 23 წელი გავიდა. 2002 წლის 25 აპრილს, ადგილობრივი დროით ღამის 22:41 სთ.-ზე თბილისის ზღვის მიმდებარედ, 2.5 კმ.-ის სიღრმეში 4.8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. მიწისძვრის ეფექტი შეფასდა 6-7 ბალით (მერკერის 12 ბალიანი ინტენსივობის სკალა). ბიძგებმა ძლიერად დააზიანა ავარიული სახლები ძველ უბნებში: მთაწმინდა, სოლოლაკი, ისანი. დედაქალაქის მოსახლეობა შიშმა მოიცვა. ბიძგები 5-6 წამი გაგრძელდა და 4 ადამიანი იმსხვერპლა. დაშავდა ათობით. დაზიანდა ათასობით შენობა, მათ შორის მერიის. 

მიწისძვრამ დაგვანახა, რომ თბილისი სეისმომედეგი ქაალაქი არ არის და სერიოზული გამოწვევაა ეს საკითხი. თავის დროზე სპეციალური კომისიაც შეიქმნა. თანამედროვე სწრაფი განაშენიანების პირობებში და იმ ფონზე, როდესაც ქალაქი გაცილებით დიდი მიწისძვრების რისკის ზონაშია კრიტიკულად მნიშვნელოვანია მშენებლობის სტანდარტების დაცვა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა