კომპანია Disney-მ ინგლისის ტყეში ვინი პუჰის სახლი ააშენა (ფოტო)
ვინი პუჰი მწერალ ალან მილნის ყველასთვის ცნობილი ზღაპრის პერსონაჟია, რომელიც უამრავ ენაზე ითარგმნა. არსებობს ვინის თავგადასავლების ეკრანიზაციები. ძირითადად ცნობილია უოლტ დისნეის სტუდიების მიერ გადაღებული ფილმები და სატელევიზიო სერიალები
რამდენიმე წლის წინ ლეგენდარული პერსონაჟის 95 წლის იუბილეს აღსანიშნავად, ინგლისის ტყეში ვინი-პუჰის ზუსტად ისეთი სახლი გაჩნდა, როგორიც მულტფილმშია. ზღაპრული სახლის მფლობელი ანიმატორი კიმ რეიმონდია, რომელიც 30 წელზე მეტია, დისნეის ფილმებში ვინი პუჰს ხატავს. ვინი პუჰის სახლის სანახავად, ტყეში ხშირად ექსკურსიები ეწყობა.
კიმმა დათუნის ვინის სახლისთვის განსაკუთრებული წესები შემოიღო. მაგალითად, ვინის სახლში აკრძალულია სპილოპოტამის შეყვანა და თაფლით სავსე ქოთანში ხელის ჩაყოფა. ვინის სახლში დაძინება დღეში მხოლოდ ერთხელ შეიძლება, თამაში კი რამდენჯერაც გნებავთ.
სახლის საძილე ზონაში ერთი დიდი და ორი პატარა საწოლი დგას. მისაღებ ოთახში დივანი და პატარა სამზარეულოა განთავსებული, სადაც კარადაში თაფლიანი ქოთნები ინახება.