გერმანია „დროის პირამიდას“ აშენებს, რომლის დასრულება 3183 წელს იგეგმება
გერმანიის ქალაქ ვემდინგში დაიწყო ხელოვნების ობიექტის მშენებლობა, რომლის დასრულება 3183 წლისთვის იგეგმება.
The New York Times-ის ინფორმაციით, პროექტი ადგილობრივი მხატვრის, მანფრედ ლაბერის ოდეა იყო, რომელიც 2018 წელს გარდაიცვალა.
ლაბერმა საზოგადოებას „დროის პირამიდის“ აგება 1993 წელს, ქალაქის პირველი წლისთავისთვის შესთავაზა. 2000 წელს მან და ქალაქის ოფიციალურმა პირებმა დააფუძნეს ფონდი - Wemding Time Pyramid Foundation, რომელიც მხატვრის გარდაცვალების შემდეგ მის საქმეს გააგრძელებდა..
პირამიდა 120 ბეტონის პანელისგან შედგება, რომელსაც 1993 წლიდან მოყოლებული, ყოველ ათ წელიწადში ერთი პანელი ემატება. პროექტის მიხედვით დასრულებული პირამიდა დაახლოებით შვიდი მეტრის სიმაღლის იქნება.
2023 წელს კიდევ ერთი, მეოთხე პანელი დამონტაჟდა. ქალაქის ერთ-ერთმა მკვიდრმა, ავტოწარმოების ყოფილმა მენეჯერმა კარლ-ჰაინც ჯონმა განაცხადა, რომ 1993 წლიდან მოყოლებული, პანელების დადგმის ყველა ღონისძიების თვითმხილველია.