თეგებით ძიება

"ტემპერატურა ყველგან დაიკლებს..." - როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში, მომდევნო 4 დღის განმავლობაში?

საქართველოში ამინდის არასტაბილურობის მორიგი ნიშნები ბრუნდება, რაც ბევრ რეგიონში ელჭექის, სეტყვისა და წვიმის გახშირებას გამოწვევს, - ამის შესახებ მეტეოროლოგი კობა ფარტენაძე წერს.

"მომდევნო 4 დღის განმავლობაში საქართველოში კვლავ ნოტიო ჰაერის მასების ინტენსიური გავრცელებაა მოსალოდნელი, ტემპერატურა ყველგან დაიკლებს და დროგამოშვებით იწვიმებს, ლოკალურად შესაძლებელია ზოგან ძლიერი ნალექიც, რამაც შესაძლოა, ხელი შეუწყოს მეწყრული პროცესების გააქტიურებას.

განსაკუთრებით, საყურადღებოა მთიანი ტერიტორიები და კახეთის მხარე, სადაც ყველაზე მაღალი ალბათობაა ძლიერი წვიმისა და სეტყვის. მშვიდ დღეებს გისურვებთ,“ - ვკითხულობთ ფარტენაძის ფეისბუკ პოსტში.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა