თბილისში წყალი დროებით შეიზღუდება
ხვალ, 15 მაისს, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ კრწანისის რაიონში, მარნეულის გზატკეცილი N36-ის მიმდებარედ წყალმომარაგების სტაბილურობისთვის აუცილებელ ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს.
კომპანიის ტექნიკური ჯგუფები სამუშაოებს ხვალ, 15 მაისს, საღამოს 22:00 საათზე დაიწყებენ და მთელი ღამის განმავლობაში ინტენსიურ რეჟიმში შეასრულებენ.
აღნიშნულთან დაკავშირებით აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც, ხვალ, 15 მაისს, საღამოს 22:00 საათიდან 16 მაისის დღის 14:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:
კრწანისის რაიონში: რუსთავის გზატკეცილისა და ფონიჭალის III მიკრორაიონის ნაწილს, ზემო ფონიჭალას; გიგანტის, აჭარლების, სვანებისა და თელეთის დასახლებებს; მარნეულის, ვაგზლის, ღოღობერიძის, სურგულაძის, ლომინაძის, კაპანაძეების, ვირსალაძის, მოსიძის, დავითაიას და ბერუაშვილის ქუჩებს, ჟორდანიას ქუჩას შესახვევებითა და ჩიხებით.
აგრეთვე, სოფლებს: ჭალას, ფონიჭალას, კრწანისს, თელეთს, კუმისსა და წალასყურს.
„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის.
წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ აბონენტებს წინასწარ, SMS შეტყობინების სახით უგზავნის. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 2 93 11 11, ფეისბუკისა და ვებგვერდის მეშვეობით www.gwp.ge.