თეგებით ძიება

თბილისში წყალი შეიზღუდება - გადაამოწმეთ თქვენი მისამართი

ხვალ, 16 მაისს, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ სამგორის სატუმბო სადგურის ტუმბო-აგრეგატებზე წყალმომარაგების სტაბილურობისთვის აუცილებელ სამუშაოებს ჩაატარებს.

კომპანიის ტექნიკური ჯგუფები სამუშაოებს ხვალ, 16 მაისს, დღის 12:00 საათიდან დაიწყებენ და მთელი დღის განმავლობაში ინტენსიურ რეჟიმში შეასრულებენ.

აღნიშნულთან დაკავშირებით აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც, ხვალ, 16 მაისს, დღის 12:00 საათიდან საღამოს 20:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:

ვარკეთილის ზემო პლატოს, თრიალეთის ქუჩა N18-52, N11-47-ს, ფანასკერტელი-ციციშვილის, აბაშვილის, კალოუბნის ქუჩა N2-18, N32, 33, 34, 35, 35ა, 36, 36ა, 38, 40-ს, შუამთის ქუჩა „ა“ და „ბ“ კორპუსებს, ხომლელის, ირინა შტენბერგის, მაისურაძის, ჯავახეთის ქუჩა N23-31, N 51-75-ს, აეროდრომის მე-7, მე-9, აეროდრომის მე-11, მე-12, მე-13 და მე-14 ქუჩებს, ბზითაგორის, ზურაბ აბულაძის და ბრილების ქუჩებს, ზურაბ ნაირაშვილის 1 გასასვლელს, ჯავახეთის მე-2 შესახვევს.

აგრეთვე, ორხევის დასახლებაში: ფიროსმანის, სააკაძის, დ. კაკაბაძის, ბანეთიშვილის, ესენინის, ამირანაშვილის და პეტრიწის ქუჩებს.

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის.

წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ აბონენტებს წინასწარ, SMS შეტყობინების სახით უგზავნის. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 2 93 11 11, ფეისბუკისა და ვებგვერდის მეშვეობით www.gwp.ge.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა